ივო ვიქტორი

(გადამისამართდა გვერდიდან ივო ვიკტორი)

ივო ვიქტორი (ჩეხ. Ivo Viktor; დ. 21 მაისი, 1942) — ჩეხი ფეხბურთელი, თავისი დროის ერთ-ერთი საუკეთესო მეკარე. იცავდა ჩეხოსლოვაკიის ნაკრების ღირსებას, სადაც 1966–1977 წლებში 63 მატჩი ჩაატარა.

ივო ვიქტორი
ივო ვიქტორი 1970 წელს
პირადი მონაცემები
დაბადების
თარიღი
21 მაისი, 1942 (1942-05-21) (82 წლის)
დაბადების
ადგილი
კრელოვი, ჩეხოსლოვაკია
სიმაღლე 177 სმ
სათამაშო
პოზიცია
მეკარე
ახალგაზრდული კარიერა
1956–1960 სპარტაკი შტერნბერკი
პროფესიონალური კარიერა*
წლები გუნდი მატჩი (გოლი)
1960–1961 ჟელეზარნი
1961–1962 რუდა ჰვეზდა
1962–1963 სპარტაკი ბრნო 6 (0)
1963–1977 დუკლა პრაღა 310 (0)
ეროვნული ნაკრები
1966–1977 ჩეხოსლოვაკია 63 (0)
სამწვრთნელო კარიერა
1990–1991 დუკლა პრაღა
* პროფესიონალურ კლუბებში გამოსვლა და გოლები მხოლოდ ეროვნული ლიგებისთვის იანგარიშება

ვიქტორის სანაკრებო დებიუტი 1966 წელს შედგა მარაკანაზე, ბრაზილიის ნაკრების წინააღმდეგ.

მონაწილეობდა 1970 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე. 1976 წელს ის გახდა ევროპის საფეხბურთო ჩემპიონატის გამარჯვებული, ეროვნული გუნდის რიგებში ვიქტორი გამორჩეული ფეხბურთელი იყო და იმავე წელს ოქროს ბურთის გამოკითხვაში მესამე ადგილი აიღო.

საკლუბო დონეზე ის დუკლას ღირსებას იცავდა, სადაც 13 წელი გაატარა.

აქტიური საფეხბურთო კარიერის დასრულების შემდეგ, 1990–91 წლების სეზონში ვიქტორი დაუბრუნდა სამუშაოდ დუკლაში, როგორც გუნდის მთავარი მწვრთნელი, თუმცა არც ისე წარმატებული სეზონის შემდეგ (მე-11 ადგილი ჩემპიონატში), თანამდებობა დატოვა.[1]

მარცხნიდან: ზდენეკ ნეჰოდა, იოზეფ მასოპუსტი, ივო ვიქტორი. 1974

ტიტულები

რედაქტირება
  დუკლა პრაღა
  • ჩეხოსლოვაკიის ჩემპიონი: 1964, 1966, 1977
  • ჩეხოსლოვაკიის თასის მფლობელი: 1965, 1966, 1969
  ჩეხოსლოვაკია
ევროპის ჩემპიონატი
  • ჩემპიონი: 1976

ინდივიდუალური

რედაქტირება

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
  1. Pivoda, Aleš (2013). Legenda se vrátila (Czech), გვ. 36. 
  2. Czechoslovakia – Player of the Year
  3. European Goalkeeper of the Year
  4. IFFHS-ის საუკუნის გამოკითხვა European Keeper of the Century