ივერია (ვაზის ჯიში)

ივერიაქართული თეთრყურძნიანი სელექციური სასუფრე ვაზის ჯიში.

მშობელ წყვილებად გამოყენებულია განჯური და ალექსანდრიული მუსკატი. ავტორები: მაქსიმე და რევაზ რამიშვილები.

ბოტანიკური აღწერა

რედაქტირება

ზრდასრული ფოთოლი დიდი ზომისაა, ხუთნაკვთიანი. ფოთლის ქვედა მხარე სუსტადაა შებუსული. ყვავილი ორსქესიანია. მტევანი საშუალოზე დიდი ზომისაა, ცილინდრული და საკმაოდ კუმსი. მარცვალი დიდი ზომისაა, მსხვილი, ოვალური ფორმის, მომწვანო-მოყვითალო შეფერვის. კანი თხელი და ნაკლებად მკვრივი აქვს, რბილობი — ხორციანი და ნაკლებადწვნიანი, მკვეთრად გამოხატული მუსკატური გემოთი.

სავეგეტაციო პერიოდი კვირტის გაშლიდან სრულ სიმწიფემდე 184 დღეა. ვაზი საშუალოზე ძლიერი ან ძლიერი ზრდისაა. უხვმოსავლიანია.

იძლევა მაღალხარისხიან სასუფრე ყურძენს.

ლიტერატურა

რედაქტირება
  • უჯმაჯურიძე ლ., კაკაბაძე გ., მამასახლიშვილი ლ., „ქართული ვაზის ჯიშები“, თბ., 2018, გვ. 550