ივანწმინდის ეკლესია
ივანწმინდის ეკლესია — არქიტექტურული ძეგლი საჩხერის მუნიციპალიტეტის სოფელ ივანწმინდაში. აგებულია XVI საუკუნეში.
ეკლესია მცირე ზომის დარბაზული ტიპის შენობაა (8,9X5,7 მ). სამშენებლო მასალად თლილი ქვაა გამოყენებული, წყობა თარაზულია. ეკლესიას აქვს სამი მოჩუქურთმებული თაღოვანი სარკმელი. ოდნავ წაგრძელებულ, სწორკუთხა გეგმაში აღმოსავლეთით მშვილდა აფსიდია ჩახაზული, რომლის გვერდებზე თითო თაღოვანი ნიშაა განლაგებული. აფსიდის ჩრდილო მხარი შესაბამის კედელს პირდაპირ უერთდება, სამხრეთი მხარი კი ერთსაფეხურიანია და ნალისებრი ფორმა აქვს. შიგნიდან თაღოვანი, ნაოთხალიანი კარია დასავლეთ კედელში. იატაკი ქვის ფილებითაა დაგებული. კედლები შებათქაშებულია. მორთულობით აქცენტირებულია მხოლოდ სამხრეთის კარი, რომელსაც ჯვრის ორნამენტით მოჩუქურთმებული საპირე არშია ამშვენებს. გადახურვა კრამიტისაა.
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირება- კულტურული მემკვიდრეობის პორტალი, № 9051