ივანე ჩხენკელი
ივანე ნოეს ძე ჩხენკელი (დ. 16 სექტემბერი, 1910, ბათუმი — გ. 7 ნოემბერი, 1991, თბილისი) — ქართველი არქიტექტორი, საქართველოს ხელოვნების დამსახურებული მოღვაწე (1961), შოთა რუსთაველის და საქართველოს სახელმწიფო პრემიის ლაურეატი.
ბიოგრაფია
რედაქტირება1933 წელს დაამთავრა საქართველოს ინდუსტრიული ინსტიტუტი. 1955–1958 წლებში საქართველოს არქიტექტორთა კავშირის პასუხისმგებელი მდივანია. 1959 წელს დაინიაშნა თბილისის მთავარ არქიტექტორად, რომელიც 13 წლის მანძილზე ეკავა ააღნიშნული თანამდებობა. მისი ხელმძღვანელობით დამუშავდა და შეიქმნა საცხოვრებელი სახლების ტიპური სექციები. 1962–1980 წლებში საქართველოს არქიტექტორთა კავშირის გამგეობის თავჯდომარეა.
ივანე ჩხენკელის პროექტით აშენებული შენობებია: დავით აღმაშენებლისა და მეგობრობის პროსპექტებზე, საქართველოს ფილარმონიის დიდი საკონცერტო დარბაზი და სხვები. მისი პროექტით გაუკეთდა რეკონსტრუქცია რუსთაველის პროსპექტზე კავშირგაბმულობის სახლს. 1949 წელს კოლეგებთან ერთად შეისწავლა და დააფიქსირა კახეთის ხალხური ხუროთმოძღვრული ძეგლების ნიმუშები. მისი დაუღალავი შრომის შედეგია თბილისის გენერალური გეგმაც.
1944 წლიდან ეწეოდა პედაგოგიურ მოღვაწეობას თბილისის სამხატვრო აკადემიაში არქიტექტური ფაკულტეტზე. წლების მანძილზე იყო კათედრის გამგე და პროფესორი.
დაკრძალულია მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა დიდუბის პანთეონში.
ლიტერატურა
რედაქტირება- ზ. ბაბუნაშვილი, თ. ნოზაძე, „მამულიშვილთა სავანე“, გვ. 390, თბ., 1994