ივანე ტყეშელაშვილი
ივანე ტყეშელაშვილი (დ. 1 აგვისტო, 1864, ქუთაისი, რუსეთის იმპერია — გ. 1942, თბილისი, საქართველოს სსრ) — ქართველი ფარმაცევტი და საჭადრაკო კომპოზიტორი.
ბიოგრაფია
რედაქტირებაივანე სოფრომის ძე ტყეშელაშვილი დაიბადა ქუთაისში, მაღლაკელი ხის მოხელის ოჯახში. 1885 წელს დაამთავრა ქუთაისის კლასიკური გიმნაზია. მუშაობდა თბილისში აივაზოვის თავისუფალ აფთიაქში. მოგვიანებით მან წარმატებით ჩააბარა გამოცდები მოსკოვის უნივერსიტეტში და ფარმაცევტის დამხმარე წოდება მიიღო. ცოდნის გაღრმავების მიზნით ტყეშელაშვილი პეტერბურგში გაემგზავრა და მან სპეციალური სტიპენდია მიიღო უმაღლესი ფარმაცევტული განათლების მისაღებად, შემდეგ კვლავ მოსკოვის უნივერსიტეტში დაბრუნდა და დაამთავრა პროვიზორის დიპლომით. 1899 წელს ივანე ტყეშელაშვილმა დაიცვა სამაგისტრო დისერტაცია. ის ითვლება ფარმაცევტიკაში პირველ ქართველ მაგისტრად. მოგვიანებით ივანე ტყეშელაშვილი საქართველოში დაბრუნდა და თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში მუშაობდა მასწავლებლად.
ივანე ტყეშელაშვილმა ცხოვრება ტრაგიკულად დაასრულა, იგი 1942 წელს თბილისში დააპატიმრეს, როგორც ეჭვმიტანილი.
საჭადრაკო კომპოზიცია
რედაქტირებაივანე ტყეშელაშვილი ითვლება პრესაში გამოქვეყნებული ამოცანის პირველ ქართველ ავტორად.
ამოხსნა:
1. ლg1
ლიტერატურა
რედაქტირება- გიორგაძე თ., ქართული ჭადრაკის მატიანე, ნაწ. I, თბ., 1995. — გვ. 59.
- გიორგაძე თ., ქართული ჭადრაკის მატიანე, ნაწ. I, თბ., 2000. — გვ. 363-364.
- კოტე ცხადაძე, „წამალთმცოდნეობის გონების სარკე“, N3, ნოემბერი, 1995