ივანე ტურაშვილი (დ. 13 აგვისტო, 1948) — ქართველი პოლიტიკოსი. ფილოლოგიის მეცნიერებათა კანდიდატი.

ივანე ტურაშვილი
დაბადების თარიღი 13 აგვისტო, 1948 (1948-08-13) (76 წლის)
მოქალაქეობა საბჭოთა კავშირის დროშა სსრკ
საქართველოს დროშა საქართველო
განათლება თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი
სამეცნიერო ხარისხი ფილოლოგიის მეცნიერებათა კანდიდატი
ეროვნება ქართველი

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი. 1972-1980 წლებში იყო აღნიშნული უნივერსიტეტის ასპირანტი, თანამშრომელი, 1980 წლიდან უფროსი მეცნიერ-თანამშრომელი. წმიდა ილია მართლის საზოგადოების გამგეობის წევრი. 1990-1991 წლებში იყო საქართველოს რესპუბლიკის პირველი მოწვევის უზენაესი საბჭოს წევრი, ხელი აქვს მოწერილი საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის აქტზე (1991 წლის 9 აპრილი).

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება