ივანე თუმანიშვილი
ივანე ალფონსის ძე თუმანიშვილი (დ. 1884, გორი — გ. 17 სექტემბერი, 1937) — ქართველი თავადაზნაური, იურისტი და დიპლომატი, ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წევრი.
ბიოგრაფია
რედაქტირებადაიბადა კათოლიკეთა ოჯახში. მამა — ალფონს თუმანიშვილი, დედა — ვერონიკა ზუბალაშვილი, (თბილისის სტეფანე ზუბალაშვილის სახელობის ბავშთა საავადმყოფოს ე.წ. „არამიანცი“ დამაარსებელთა შთამომავალი).
იურიდიული განათლება პარიზში, სორბონას უნივერსიტეტში მიიღო. XX საუკუნის 20-იან წლებში მუშაობდა საქართველოს საგარეო საქმეთა სახალხო კომისარიატის დიპლომატიური განყოფილების გამგედ. უკანასკნელ წლებში ცხოვრობდა აჭარის რეგიონის სოფელ მახუნცეთში, სადაც მუშაობდა აჭარისწყლის ჰესის სამმართველოში. ჰყავდა მეუღლე მართა ვაჩნაძე და ქალიშვილი ვერონიკა. (შემდგომში თბილისის ცენტრალური სამუსიკო სკოლის „ნიჭიერთა ათწლედის“ დამსახურებული პედაგოგი). 1937 წლის 26 თებერვალს ე.წ. ფაშისტური აგიტაციის ბრალდების საფუძველზე დაპატიმრებულ იქნა ქალაქ ბათუმში, ხოლო 1937 წლის 17 სექტემბერს მიესაჯა სასჯეილის უმაღლესი ზომა — დახვრეტა. განაჩენი იმავე დღეს შესრულდა საქართველოს საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკის სამხედრო კოლეგიის მიერ. განაჩენი ხელმოწერილია სტალინის, მოლოტოვის, კაგანოვიჩის მიერ. ივანე თუმანიშვილის საფლავის ადგილსამყოფელი უცნობია.