ივანე ვერულაშვილი
ივანე ვასილის ძე ვერულაშვილი (დ. 3 მარტი, 1952, ქუთაისი) — ქართველი ნევროლოგი. მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი (1996), პროფესორი (2004).
დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტი (1974). 2001-2004 წლებში იყო თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის ნევროლოგიის კათედრის პროფესორი, 2004 წლიდან — ნეირომედიცინის დეპარტამენტის ნერვულ სნეულებათა პროპედევტიკის და ტოპიკური დიაგნოსტიკის მიმართულების ხელმძღვანელი, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის ა. ალადაშვილის სახელობის საუნივერსიტეტო ნევროლოგიის დეპარტამენტის ხელმძღვანელი, თბილისის ს. ყიფშიძის სახელობის ნევროლოგთა საზოგადოების თავმჯდომარე.
ბიბლიოგრაფია
რედაქტირება- გვირაბული სინდრომების მკურნალობა, თბ., 1996; ნერვულ სნეულებათა კვლევის და დიაგნოსტიკის თანამედროვე მეთოდები, თბ., 2004 (თანაავტ.: ნ. ნინუა, გ. ქორთუშვილი); ასაკი და ორგანიზმის ბიოლოგიური საათი, თბ., 2008 (თანაავტ.); ნევროლოგია – ტოპიკური დიაგნოსტიკის საფუძვლები (სახელმძღვანელო), თბ., 2009; Неврология женского организма (Монография), М., 2001 (აღნიშნულია წმინდა ილარიონ ქართველის პრემიით); Nervous diseases propaedeutics and topical diagnosis, თბ., 2012.
ლიტერატურა
რედაქტირება- ენციკლოპედია „საქართველო“, ტ. 3, თბ., 2014. — გვ. 253.