ივანე ვაშაკიძე
ივანე შალვას ძე ვაშაკიძე (დ. 17 თებერვალი, 1924, სამტრედია, — გ. 2 აგვისტო, 1996, თბილისი) — ქართველი ფიზიკოსი. ფიზიკა-მათემატიკურ მეცნიერებათა დოქტორი (1968), პროფესორი (1969). საქართველოს მეცნიერების დამსახურებული მოღვაწე (1985).
საბჭოთა არმიის რიგებში მონაწილეობდა მეორე მსოფლიო ომში. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი (1951). 1963–1972 წლებში იყო ბირთვული ფიზიკის სამეცნიერო ლაბორატორიის და ბირთვული ფიზიკის კათედრის გამგე, 1972–1996 წლებში — თეორიული ფიზიკის კათედრის გამგე. 1969–1974 და 1983–1991 წლებში იყო ფიზიკის ფაკულტეტის დეკანი. ვაშაკიძის შრომები ძირითადად ეხება მსუბუქი ატომბირთვების თეორიას. მიღებული აქვს სახელმწიფო, მათ შორის საბრძოლო ჯილდოები.
ბიბლიოგრაფია
რედაქტირება- კვანტური მექანიკა, გამოც. მე-2, თბ., 1978 (თანაავტ.: ვ. მამასახლისოვი, გ. ჭილაშვილი).
ლიტერატურა
რედაქტირება- გელიტაშვილი მ., ენციკლოპედია „საქართველო“, ტ. 3, თბ., 2014. — გვ. 197.