ივანა მილიჩევიჩი
ივანა მილიჩევიჩი (სერბოხორ. Ivana Miličević; დ. 26 აპრილი 1974, სარაევო, ბოსნია და ჰერცეგოვინა) — ამერიკელი მსახიობი და მოდელი. ეროვნებით ხორვატი.
ივანა მილიჩევიჩი | |
---|---|
დაბადების სახელი | ივანა მილიჩევიჩი |
დაბადების თარიღი |
26 აპრილი 1974 სარაევო, ბოსნია და ჰერცეგოვინა |
საქმიანობა |
მსახიობი მოდელი |
აქტიური | 1996–დღემდე |
დაიბადა 1974 წლის 26 აპრილს, ქალაქ სარაევოში, დედამისის — დიასახლისის ტონკას, და მამამისის — მეწარმის დამირ მილიჩევიჩის ოჯახში.[1] 5 წლის ასაკში ივანა ემიგრირებული იყო ამერიკის შეერთებულ შტატებში, სადაც აღიზარდა მიჩიგანში.[2] ჰყავს ორი უმცროსი ძმა, ტომო და ფილიპი.[3] 1992 წელს დაამთავრა სკოლა, შემდეგ საცხოვრებლად გადავიდა ლოს-ანჯელესში.
ივანა მილიჩევიჩის კინოდებიუტი შედგა 1998 წელს ფილმში „სახელმწიფო მტერი“. შემდეგ გამოჩნდა სატელევიზიო შოუებში, როგორებიცაა: „მოჯადოებული“, „საინფელდი“, „ფელისიტი“, „დეტექტივი ნეშ ბრიჯესი“, „ძიძა“, „ბაფი-ვამპირების გამანადგურებელი“, „ჩაკი“, „ექიმი ჰაუსი“, „მეგობრები და სხვა.
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირებასქოლიო
რედაქტირება- ↑ Ivana's Ethnic Heritage on croatianworld.net. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2008-12-07. ციტირების თარიღი: 2011-10-21.
- ↑ Ivana Miličević Biography (1978-)
- ↑ Ivana Miličević Biography - Yahoo! Movies. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2008-12-02. ციტირების თარიღი: 2011-10-21.