იერინგი
იერინგი (დან. Hjørring) — ქალაქი დანიაში, ჩრდილოეთ იუტლანდიის რეგიონში. იერინგის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული ცენტრი და მთავარი ქალაქი. 2012 წლის მონაცემებით მოსახლეობა 24 867 ადამიანს შეადგენს.[1] იერინგი დანიის ერთ-ერთი უძველესი ქალაქია, 1993 წელს მან საბაზრო ქალაქობის 750-ე იუბილე აღნიშნა.
ქალაქი | |||
---|---|---|---|
იერინგი დან. Hjørring | |||
![]() | |||
| |||
ქვეყანა |
![]() | ||
რეგიონი | ჩრდილოეთი იუტლანდია | ||
მუნიციპალიტეტი | იერინგი | ||
კოორდინატები | 57°29′00″ ჩ. გ. 9°59′00″ ა. გ. / 57.48333° ჩ. გ. 9.98333° ა. გ. | ||
ცენტრის სიმაღლე | 50±1 მეტრი | ||
მოსახლეობა | 24 867 კაცი (2012) | ||
სასაათო სარტყელი | UTC+1, ზაფხულში UTC+2 | ||
საფოსტო ინდექსი | 9800 | ||
ოფიციალური საიტი | http://www.hjoerring.dk/ | ||
არქეოლოგიური აღმოჩენები მიუთითებენ, რომ ეს ტერიტორია დასახლებული იყო ჯერ კიდევ 10 000 წლის წინ.
1819 წელს ქალაქის უდიდესი ნაწილი ხანძარმა გაანადგურა.
ქალაქში კარგი შესაძლებლობებია საგანმანათლებლო კუთხით. ფუნქციონირებს ბიზნეს და ტექნიკური კოლეჯები.
იხილეთ აგრეთვერედაქტირება
რესურსები ინტერნეტშირედაქტირება
სქოლიორედაქტირება
- ↑ Byopgørelsen 1. januar 2012 (PDF).