იეზიდაბადის ციხე ან ძველი ციხე (აზერ. Köhnəqala, Yezidabad qalası) — ძველი შუასაუკუნის ციხე ქალაქ ნახიჩევანის სამხრეთ-აღმოსავლეთით. სავარაუდოდ, ციხე აშენდა სასანიდთა მმართველის იეზდეგერდ III-ის (632/633651/652) ბრძანების საფუძველზე.[1]

იეზიდაბადის ციხე
აზერ. Yezidabad qalası

ციხის ნანგრევები
მდებარეობა ნახიჩევანის არ, ქალაქ ნახიჩევანიდან სამხრეთ- ღმოსავლეთ, დროშა: აზერბაიჯანი აზერბაიჯანი
მდგომარეობა იცავს სახელმწიფო, როგორც ისტორიის არქეოლოგიურ ძეგლს
 
მონეტა იეზდეგერდ III პორტრეტით

ციხის აშენების ზუსტი დრო უცნობია. ციხის ტერიტორიაზე ჩატარებული კვლევების დროს 1957 დან 1959 წლამდე, აღმოჩენილ იქნა ისეთი არქეოლოგიური მასალები, როგორებიცაა : კერამიკული წურჭელი, ქვის ჩაქუჩები. არქეოლოგიური გათხრების შედეგად ნათელია, რომ ამ ქვის იარაღებს იყენებდნენ მარილის მოპოვებისას ბრინჯაოს ხანაში (III—II ათასწლეულები ჩვ.წ.). ითვლება, რომ ციხე აშენდა სასანიდთა უკანასკნელი შაჰის იეზდეგერდ III-ის (632/633651/652) დაკვეთით. თურქი მოგზაურის ევლია ჩელების ცნობით, მონღოლთა შემოსევის დროს ციხე დანგრეულ იქნა.

ამ ციხეს მოგვიანებით იხსენებდა ნახიჩევანში ნამყოფი შარდენი და ჯონ ფორესტერ ფრეზერი.[2]

  1. National Academy of Sciences of Azerbaijan. Nakhchivan Branch. The Encyclopaedia of Nakhchivan Monuments / Vasif Talibov. — Nakhchivan, 2008. — С. 223-224. — 521 с.
  2. Jean Chardin (1686). Journal du voiage du Chevalier Chardin en Perse