იეგრიჩკა (ეროვნული პარკი)
იეგრიჩკა (სერბ. Парк природе Јегричка) — ბუნებრივი პარკი სერბეთში. განლაგებულია ვოევოდინის ავტონომიური მხარის ბაჩკა-პალანკის, ტემერინის, ვრბასისა და ჟაბალის თემიების ტერიტორიაზე. მოიცავს 11 144 ჰა და 81 არის ფართობის მიწის ნაკვეთს.[1] იმყოფება სახელმწიფო დაცვის ქვეშ როგორც III კატეგორიის ნიშნიანი ობიექტი.[2] ამავე დროს, IUCN-ის შესაბამის კლასიფიკაციაში არის V კატეგორიის ობიექტი (დაცული ლანდშაფტი/აკვატორია).[3] მდებარეობს ამავე დასახელების მდინარის შუა დინებაზე.
იმყოფება საფრთხის ქვეშ სხვადასხვა პირობებიდან გამომდინარე: მყარი ნარჩენებით დაბინძურება, ჩამდინარე წყლები, ლერწმის ჭრა და წვა, პესტიციდები მიმდებარე მინდვრებიდან და ბრაკონიერობა.[4]
სქოლიო
რედაქტირება- ↑ Парк природе Јегричка — површина. Eko.vojvodina.gov.rs. ციტირების თარიღი: 30. 4. 2012..[მკვდარი ბმული]
- ↑ Парк природе Јегричка — степен заштите. Eko.vojvodina.gov.rs. ციტირების თარიღი: 30. 4. 2012..[მკვდარი ბმული]
- ↑ Парк природе Јегричка — категорисање. Eko.vojvodina.gov.rs. ციტირების თარიღი: 30. 4. 2012..[მკვდარი ბმული]
- ↑ "Park prirode prepušten nemaru", Politika, 11 February 2011