იდრის დები
იდრის დები იტნო (ფრანგ. Idriss Déby Itno; დ. 26 იანვარი, 1952, ფადა, ჩადი — გ. 20 აპრილი, 2021) — ჩადის სახელმწიფო, სამხედრო და პოლიტიკური მოღვაწე. ქვეყნის პრეზიდენტი 1990-2021 წლებში.
იდრის დები | |
![]() | |
ჩადის პრეზიდენტი | |
---|---|
თანამდებობაზე ყოფნის დრო | |
2 დეკემბერი, 1990 – 20 აპრილი, 2021 | |
წინამორბედი | ჰისენ ჰაბრე |
მემკვიდრე | მაჰამატ დები იტნო (გარდამავალი სამხედრო საბჭოს თავმჯდომარე) |
დაბადებული | 26 იანვარი, 1952 ფადა, ჩადი |
გარდაცვლილი | 20 აპრილი, 2021 |
ბიოგრაფიარედაქტირება
იდრის დები დაიბადა 1952 წელს, მიეკუთვნება ზაგავის ეთნიკურ ჯგუფს.
სამხედრო გადატრიალებარედაქტირება
1989 წელს ქვეყანაში სამხედრო გადატრიალების მცდელობა იყო, რომელსაც მეთაურობდა შინაგან საქმეთა მინისტრი ბრაჰიმ იტნო და მისი სამხედრო მრჩევლები: ჰასან ჯამუსი და იდრის დები. იტნო დააპატიმრეს, ჯამუსი მოკლეს, ხოლო იდრის დები ქვეყნიდან გაიქცა და მომდევნო წელს იერიში წამოიწყო ჰაბრეს ხელისუფლების წინააღმდეგ.
1990 წლის ბოლოს, იდრის დების ხელმძღვანელობით მოქმედმა ჩადის ეროვნული ხსნის მოძრაობის შეიარაღებულმა ძალებმა აღმოსავლეთ ჩადში მდებარე ქალაქი აბეშე დაიკავეს. 1 დეკემბერს ჰისენ ჰაბრე ჯერ კამერუნში გაიქცა, შემდეგ კი სენეგალში გადავიდა. ქვეყნის პრეზიდენტი გახდა იდრის დები, რომელიც მომდევნო წლებში 4-ჯერ იქნა არჩეული აღნიშნულ თანამდებობაზე.
გარდაიცვალა 2021 წლის 20 აპრილს ქვეყნის ჩრდილოეთში, აჯანყებულების წინააღმდეგ გამართული საბრძოლო მოქმედებების დროს.[1][2]
რესურსები ინტერნეტშირედაქტირება
სქოლიორედაქტირება
- ↑ ჩადის პრეზიდენტი, იდრის დები იტნო გარდაიცვალა. imedinews.ge (2021-04-20). ციტირების თარიღი: 2021-04-20
- ↑ Переизбранный на шестой срок президент Чада умер от боевых ранений. ТАСС (2021-04-20). ციტირების თარიღი: 2021-04-20