იდენტობა (ორგანიზაცია)

იდენტობა — სამოქალაქო უფლებების დაცვის ორგანიზაცია საქართველოში, რომელიც მუშაობს ლგბტ ადამიანების უფლებების დაცვაზე. მან ორგანიზება გაუწია 2013 წლის მშვიდობიან დემონტრაციას თბილისში, რომელიც დაარბიეს საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის მრევლმა და სასულიერო პირებმა[1] — 20 000-მა ულტრა-კონსერვატორმა ადამიანმა.

არასამთავრობო ორგანიზაცია "იდენტობა"-ს ლოგო

ორგანიზაცია დაფუძნდა 2010 წლის 8 ნოემბერს.

ორგანიზაციის მისია

რედაქტირება

1. განსხვავებული იდენტობის მქონე ადამიანთა და ჯგუფების მიმართ სიძულვილით მოტივირებული დანაშაულის და სიძულვილის ენის მიზეზების კვლევა და აღმოფხვრისკენ მიმართული კამპანიის წარმოება;

2. ლგბტ (ლესბოსელი, გეი, ბისექსუალი, ტრანსგენდერი) პირთათვის თანაბარი უფლებებისა და შესაძლებლობების უზრუნველყოფა და მათი ინტეგრაცია საზოგადოებაში. მათი ინფორმირებულობის გაზრდა ჯანსაღი სქესობრივი ცხოვრების წესის გავრცელების ხელშესაწყობად;

3. ქალთა მიმართ არსებული დისკრიმინაციის გამოვლენა, შესწავლა და აღკვეთა;

4. ზოგადი, ინსტიტუციონალიზებული და ინტერნალიზებული მიზოგინიის (ქალების მიმართ სიძულვილის) და ჰომოფობიის დაძლევა;

5. ბავშვებისა და მოზარდების, განსაკუთრებით, მზრუნველობას მოკლებული ბავშვების და კანონთან კონფლიქტში მყოფი პირების მიმართ არსებული დისკრიმინაციის გამოვლენა, შესწავლა და აღკვეთა; მათთვის თანაბარი უფლებებისა და შესაძლებლობების უზრუნველყოფა და მათი ინტეგრაცია საზოგადოებაში; მათთვის საჭირბოროტო საკითხებზე საზოგადოებისთვის სწორი ინფორმაციის მიწოდება;

6. განსხვავებული ფიზიკური და გონებრივი შესაძლებლობების მქონე პირთა მიმართ არსებული დისკრიმინაციის გამოვლენა, შესწავლა და აღკვეთა; მათთვის თანაბარი უფლებებისა და შესაძლებლობების უზრუნველყოფა და მათი ინტეგრაცია საზოგადოებაში; მათთვის საჭირბოროტო საკითხებზე საზოგადოებისთვის სწორი ინფორმაციის მიწოდება;

7. აგრესიული ეთნონაციონალიზმისა და რელიგიური ექსტერმიზმის პრობლემის, ასევე სეკულარული წყობის წინაშე არსებული გამოწვევების მიზეზთა კვლევა, ამ საკითხებზე საზოგადოების სწორი ინფორმირება;

8. რომა (ბოშათა) ჯგუფის არსებული დისკრიმინაციის გამოვლენა, შესწავლა და აღკვეთა; მათთვის თანაბარი უფლებებისა და შესაძლებლობების უზრუნველყოფა და მათი ინტეგრაცია საზოგადოებაში; მათთვის საჭირბოროტო საკითხებზე საზოგადოებისთვის სწორი ინფორმაციის მიწოდება.

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება