იგორ ბაბანოვი (რუს. Игорь Евгеньевич Бабанов) დ. 15 ოქტომბერი, 1936, თბილისში — გ. 24 იანვარი, 1994 სანქტ-პეტერბურგში) — რუსი მთარგმნელი, ხელოვნებათმცოდნე, ისტორიკოსი, მწერალი, მასწავლებელი, საზოგადო მოღვაწე.

ცხოვრების გზა

რედაქტირება

იგორ ბაბანოვი დაიბადა საქართველოში, თბილისში. დაამთავრა თბილისის პედაგოგიური ინსტიტუტის ისტორიულ-ფილოლოგიური განყოფილება. 1960-იანი წლებიდან მოყოლებული ცხოვრობდა ქალაქ ლენინგრადში. გერმანიკული, სლავური და რომანული ენების ცოდნა მას საშუალებას აძლევდა ეთარგმნა სხვადასხვა ენიდან (გერმანული, ფრანგული, ინგლისური, იტალიური, ჩეხური) და ცნობილია ასევე მისი კომენტარები წიგნისათვის «მსოფლიო კულტურის ძეგლები». იგორ ბაბანოვი იყო ანტიკური ხანის სპეციალისტი.

გარდაიცვალა 1994 წლის 24 იანვარს სანქტ-პეტერბურგში.

ლიტერატურა

რედაქტირება
  • Тень предмета стремлений : С. Лурье // Нева. 2001. - № 3. — გვ. 213—215.
  • Человек и город : штрихи к портр. И. Бабанова / Е. Дунаевская // Звезда. — 2001. — № 10. — გვ. 199—201 ISSN 0321-1878
  • БАБАНОВ, Игорь Евгеньевич : / А.Арьев // Литературный Санкт-Петербург, XX век: энциклопедический словарь в 3 т.- СПб., 2015 - ტომი 1. გვ. 147 - 148 ISBN 978-5-8465-1388-4

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება