იაშარ ნური
იაშარ მამმედსადიყ ოღლუ ნური (აზერ. Yaşar Məmmədsadıq oğlu Nuriyev; დ. 3 სექტემბერი, 1951, ბაქო – გ. 22 ნოემბერი, 2012, ბაქო) – საბჭოთა და აზერბაიჯანელი თეატრისა და კინოს მსახიობი. აზერბაიჯანის სსრ სახალხო არტისტი (1989) და აზერბაიჯანული ხელოვნების გამორჩეული ფიგურა, რომელმაც დიდი წვლილი შეიტანა როგორც თეატრალურ, ისე კინემატოგრაფიულ სამყაროში. იაშარ ნური თავისი უნიკალური სამსახიობო ოსტატობითა და მრავალი დაუვიწყარი როლით რჩება როგორც აზერბაიჯანული კულტურის ისტორიაში, ასევე მაყურებელთა გულებში.
იაშარ ნური | |
---|---|
მშობლიური სახელი | აზერ. Yaşar Məmmədsadıq oğlu Nuriyev |
დაბადების თარიღი |
3 სექტემბერი,1951 ბაქო, აზერბაიჯანის სსრ |
გარდაცვალების თარიღი |
22 ნოემბერი, 2012 (61 წ) ბაქო, აზერბაიჯანი |
ეროვნება | აზერბაიჯანელი |
პროფესია | 1974-2012 |
საქმიანობა | მსახიობი |
შვილ(ებ)ი | 2 ქალიშვილი |
ბიოგრაფია
რედაქტირება1968 წელს ბაქოს №173 საშუალო სკოლა დაამთავრა და აზერბაიჯანის სახელმწიფო ხელოვნების ინსტიტუტის კინომსახიობთა ფაკულტეტზე ჩაირიცხა, სადაც ცნობილი მასწავლებლების, რზა თაჰმასიბისა და ალიჰეიდარ ალეკპეროვის კურსებზე სწავლობდა. სწავლის პერიოდში მან მონაწილეობა მიიღო რამდენიმე სპექტაკლში, მათ შორის„სევილი“ (ბალაში), „ქორწილი“ (სალმანოვი), „დამნაშავე დანაშაულის გარეშე“ (ნეზნამოვი) და სხვა. ეს იყო მისი კარიერის დასაწყისი, რომელიც დასაწყისიდანვე მრავალფეროვნებითა და მნიშვნელოვანი როლებით გამოირჩეოდა.
1972 წელს, ინსტიტუტის დამთავრების შემდეგ, ერთი წელი ჯარში მსახურობდა, ხოლო დაბრუნებისთანავე დაიწყო მუშაობა ინსტიტუტის სასწავლო თეატრში მსახიობად.
1974 წელს, აკადემიური ეროვნული დრამატული თეატრის მთავარი რეჟისორის, ტოფიკ კაზიმოვის მიწვევით, ის თეატრის მსახიობთა ჯგუფში ჩაერთო. მუშაობის პირველივე დღიდან მან მრავალ თეატრალურ სპექტაკლში მონაწილეობა მიიღო, და მთელი თავისი კარიერა სწორედ ამ თეატრში გაატარა, სადაც მან მრავალი შეუდარებელი როლი შეასრულა.
მსახიობი 2012 წლის 22 ნოემბრის ღამეს, ბაქოში, ხანგრძლივი ავადმყოფობის შემდეგ გარდაიცვალა. ის ღირსების II ხეივანში დაკრძალს.
იაშარ ნური დაოჯახებული იყო. ორი ქალიშვილი ჰყავს.