იან სნეჟინსკი
იან სნეჟინსკი (დ. 6 ივლისი, 1954, ბრაილოვი, ჟმერინკის რაიონი, ვინიცის ოლქი, უკრაინა — გ. 4 ოქტომბერი, 2011, პოლონეთი) — საქართველოში მოღვაწე პოლონელი კათოლიკე სასულიერო პირი.
ბიოგრაფია
რედაქტირებაიან სნეჟინსკი დაიბადა 1940 წელს, ვინიცის ოლქში, ჟმერინკის რაიონი დაბა ბრაილოვში. 1963 წელს სასწავლებლად შევიდა რიგის სასულიერო სემინარიაში. მისი მღვდლად კურთხევა მოხდა რიგის წმიდა იაკობის კათედრალურ ტაძარში, ეპისკოპოს (შემდეგში კარდინალ) იულიანს ვაევოდსის მიერ. ორი წელი მსახურობდა ვარაკლიანის ეკლესიაში. კათოლიკე მრევლის თხოვნით, ეპისკოპოსმა იულიანს ვაევოდსმა გამოგზავნა საქართველოში, მღვდელ კონსტანტინე საფარიშვილის მოადგილე-ვიკარად. მამა კონსტანტინეს გარდაცვალების შემდეგ, 1973 წლის 28 დეკემბერს, ვატიკანის გადაწყვეტილებით, მამა იანი თბილისის წმიდა პეტრე და წმიდა პავლე მოციქულთა ეკლესიის წინამძღვრად დაინიშნა.
მამა იან სნეჟინსკის კარგი ურთიერთობა ჰქონდა საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის იმჟამინდელ წარმომადგენლებთან. ამის შესახებ იგი იხსენებდა:
„საქართველოში რომ ჩამოვედი, მ. კონსტანტინე საფარიშვილის თხოვნით, შევხვდი კათალიკოს-პატრიარქ ეფრემ II-ს. მან ძალზე თბილად, შეიძლება ითქვას, სიყვარულითაც კი მიმიღო. მის დაკრძალვაზე, სადაც ოფიციალურად ვიყავი მიწვეული, შევხვდი ამჟამინდელ კათალიკოს-პატრიარქ ილია II-ს (მაშინ იგი სოხუმის მიტროპოლიტი იყო). მან დიდი პატივით წარმადგინა მოსკოვის პატრიარქის წინაშე.“
|
იან სნეჟინსკი ოცდახუთ წელზე მეტხანს ემსახურა საქართველოს კათოლიკურ ეკლესიას. იგი 2011 წლის 4 ოქტომბერს, პოლონეთში გარდაიცვალა.