იანის ციმზე (დ. 3 ივლისი/21 ივნისი, 1814 - გ. 22 ოქტომბერი/10 ოქტომბერი, 1881) — ლატვიელი პედაგოგი, კოლექციონერი და ხალხური სიმღერების ჰარმონიზატორი, ლატვიური საგუნდო მუსიკის ფუძემდებელი და პროფესიონალური ლატვიური მუსიკის ინიციატორი. დაკრძალულია ლუგაჟის სასაფლაოზე.

იანის ციმზე

ბიოგრაფია
დაბ. თარიღი 3 მაისი, 1814(1814-05-03)[1] , 21 ივნისი (3 ივლისი), 1814[2] ან 3 ივლისი, 1814(1814-07-03)[2]
დაბ. ადგილი Rauna Parish[3]
გარდ. თარიღი 22 ოქტომბერი, 1881(1881-10-22)[1] [4] [5] [2] (67 წლის) ან 10 (22) ოქტომბერი, 1881[2] (67 წლის)
გარდ. ადგილი Walk[3]
იანის ციმზე ვიკისაწყობში

ადრეული ცხოვრება

რედაქტირება

ციმზე დაიბადა რძის პროდუქტების მწარმოებელი ფერმის „Rauna Manor's Cimze“-ეს ზედამხედველის, ანდრეას (ანზის) ციმზესა და მისი მეუღლის, ანეს ოჯახში და იყო რვაშვილიანი ოჯახის პირველი შვილი. დაწყებითი განათლება მიიღო რაუნას სამრევლო სასწავლებელში, სადაც მან ორღანზე დაკვრაც ისწავლა. თექვსმეტი წლის ასაკიდან მუშაობდა კერძო მასწავლებლად; მოგვიანებით ის ასწავლიდა ვალმიერას სამრევლო სკოლაში და აქვე უკრავდა ორღანზე.

განათლება

რედაქტირება

1836 წელს ციმზე გადავიდა გერმანიაში ვაისენფელსის სემინარიაში, რომელიც 1838 წელს დაასრულა. აქ მან შეისწავლა ვიოლინოზე და პიანინოზე დაკვრა, ასევე გააუმჯობესა ორღანზე დაკვრის უნარები. 1838-39 წლებში ჰუმბოლდტის უნივერსიტეტში თავისუფალ მსმენელად ესწრებოდა მათემატიკის, დიდაქტიკის და მუსიკის თეორიის ლექციებს. მისი მუსიკის პროფესორი იყო ლუდვიგ კრისტიან ერკი, კოლექციონერი, ჰარმონისტი, გამომცემელი და გემრანული ხალხური სიმღერების მკვლევარი.

მემკვიდრეობა მუსიკაში

რედაქტირება

იანის ციმზე ხელს უწყობდა ლატვიური გუნდური მუსიკის განვითარებასა და კაპელის ჩამოყალიბებას. 1872-1884 წლებში რვა ნაწილად გამოქვეყნდა მისი გუნდური სიმღერების კოლექცია „Dziesmu rota“ („სიმღერების გირლიანდი“). საგუნდო სიმღერების ამ პირველმა კრებულმა ლატვიური საგუნდო მუსიკალური კულტურის საფუძველი შექმნა.

იანის ციმზე იყო პირველი ლატვიელი, ვისი მაგალითიც ლატვიური ხალხური სიმღერების არაერთი კოლექციის შექმნის, გამოქვეყნებისა და კვლევის შთაგონებად იქცა. მან ხელი შეუწტი გუნდური სიმღერების შექმნისა და შესრულების მოძრაობას. ციმზესა და მისი სტუდენტების გამოისობით, 1869 წელს ესტონური და 1873 წელს ლატვიური სიმღერების პირველი ფესტივალები ჩატარდა.

ლიტერატურა

რედაქტირება
  1. 1.0 1.1 Deutsche Nationalbibliothek Record #1034859722 // ინტეგრირებული ნორმატიული ფაილი — 2012—2016.
  2. 2.0 2.1 2.2 2.3 Педагоги и психологи мира — 2012.
  3. 3.0 3.1 http://www.vanderkrogt.net/statues/object.php?webpage=CO&record=lv001
  4. Bibliothèque nationale de France BnF authorities: პლატფორმა ღია მონაცემები — 2011.
  5. Musicalics