იამპუპატის ნახევარკუნძული
იამპუპატა (ესპ. Yampupata) — ნახევარკუნძული ტიტიკაკას ტბაში. ადმინისტრაციულად მიეკუთვნება ბოლივიის ლა-პასის დეპარტამენტს. წარმოადგენს კოპაკაბანის ნახევარკუნძულის ნაწილს. მდებარეობს კუნძულების - ისლა-დე-ლა-ლუნასა და ისლა-დელ-სოლის სიახლოვეს და ამ უკანასკნელთან ერთად წარმოქმნის იამპუპატის სრუტეს.
ნახევარკუნძულის სიგანე 3 კმ-ია, ხოლო სიგრძე 10 კმ. მდებარეობს ზღვის დონიდან 4026 მეტრზე, ხოლო მისი უმაღლესი წერტილი ტიტიკაკას წყლიდან 200 მეტრზეა აწეული. ძირითადი დასახლებული პუნქტია იამპუპატა 279 მცხოვრებით.
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირებაკოორდინატები: 16°04′45″S 69°06′24″W / 16.0791666667° ს. გ. 69.1066666667° დ. გ.