იაკობ სვერდლოვი
იაკობ მიხეილის ძე სვერდლოვი (რუს. Яков Михайлович Свердлов) (დ. 3 ივნისი [ ძვ. სტ. 22 მაისი], 1885, ნიჟნი ნოვგოროდი — გ. 16 მარტი, 1919, მოსკოვი) — რუსი ბოლშევიკი პოლიტიკური და სახელმწიფო მოღვაწე, რევოლუციონერი. რუსეთის სოციალ–დემოკრატიული მუშათა პარტიის (ბოლშევიკები) (РСДРП(б)) და რუსეთის კომუნისტური პარტიის (ბოლშევიკები) (РКП(б)) წევრი. სრულიად რუსეთის ცენტრალური აღმასრულებელი კომიტეტის (ВЦИК) თავმჯდომარე (რსფსრ–ს ფორმალური მეთაური) 1917 წლის ნოემბრიდან 1919 წლის მარტამდე პერიოდში.
პარტიული ფსევდონიმები: ამხანაგი ანდრეი (товарищ Андрей), მაქსი (Макс), მიხაილ პერმიაკოვი (Михаил Пермяков), სმირნოვი (Смирнов) და სხვა.
როგორც სრულიად რუსეთის ცენტრალური აღმასრულებელი კომიტეტის თავმჯდომარე, იყო დამფუძნებელთა კრების დარბევის, განკაზაკების, ლევ ტროცკის აზრით – სამეფო ოჯახის დახვრეტის ერთ–ერთი ორგანიზატორი.
ლიტერატურა
რედაქტირება- Свердлов, Яков Михайлович[მკვდარი ბმული]. დიდი საბჭოთა ენციკლოპედია.
- Свердлов, Яков Михайлович. Peoples.ru
- Нижегородское отделение «Союза православных граждан» выступает за снесение памятника Якову Свердлову в Нижнем Новгороде
- Республиканские организации и движения დაარქივებული 2007-10-24 საიტზე Wayback Machine.
- В кубанскую «войну памятников» вмешалась краевая прокуратура
ეს არის სტატიის ან სექციის ესკიზი. თქვენ შეგიძლიათ შეავსოთ იგი. |