იაკობ ათანასეს ძე ანფიმოვი (დ. 29 ოქტომბერი, 1852, ქ. სევსკი, ორიოლის გუბერნია — გ. 11 თებერვალი, 1930, თბილისი) — რუსი ნევროპათოლოგი და ფსიქიატრი, დამსახურებული პროფესორი.

იაკობ ანფიმოვი

ბიოგრაფია

რედაქტირება

დაიბადა მღვდლის ოჯახში. სწავლობდა სასულიერო სემინარიაში, რომლის დამთავრების შემდეგ გაემგზავრა პეტერბურგში. 1873 წელს ჩააბარა უნივერსიტეტის საბუნებისმეტყველო ფაკულტეტზე. მასთან ერთად სწავლობდა მომავალში ცნობილი ფიზიოლოგი ი. პავლოვი. ისინი უსმენდნენ ისეთ ცნობილ პროფესორების ლექციებს, როგორებიც იყვნენ: ი. სეჩენოვი, დ. მენდელეევი, ა. ბუტლეროვი და სხვანი.

უნივერსიტეტის დამთავრების შემდეგ დანიშნეს ბუნებისმეტყველების მასწავლებლად ორენბურგში საიდანაც ის პეტერბურგში მალევე ბრუნდება და ღებულობენ სამედიცინო-ქირურგიული აკადემიის მესამე კურსზე. აკადემიის დამთავრების შემდეგ ნიშნავენ თბილისის სამხედრო ჰოსპიტალში ორდინატორად. 1885-1892 წლებში პეტერბურგში სამხედრო ფსიქიატრიისა და ნერვიულ სნეულებათა კათედრაზე ორდინატორი და ასისტენტიდან პრივატ დოცენტამდე დაწინაურდა სადოქტორო დისერტაციის დაცვის შემდეგ. 1892-1894 წლებში განაგებდა ტომსკის უნივერსიტეტის ნერვიულ სნეულებათა და ფსიქიატრიის კატედრას. 1894 წლიდან მთელი 25 წლის მანძილზე ხარკოვის უნივერსიტეტის ნევროპათოლოგიისა და ფსიქიატრიის კათედრის ხელმძღვანელია.

1920 წელს იაკობ ანფიმოვი აირჩიეს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტისნერვიულ სნეულებათა კათედრის გამგედ, სადაც მან 1925 წლამდე დაჰყო.

პროფესორ ი. ანფიმოვის კალამს ეკუთვნის 60-ზე მეტი სამეცნიერო ნაშრომი. იგი იკვლევდა თავის ტვინის ტრამვებს, ვეგეტატიური ნერვული სისტემის დაავადებებს. მან გაამდიდრა ნევროპათოლოგია და ფსიქიატრია რიგი ახალი აღმოჩენებით.

დაკრძალულია მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა დიდუბის პანთეონში.

ლიტერატურა

რედაქტირება
  • ზ. ბაბუნაშვილი, თ. ნოზაძე, „მამულიშვილთა სავანე“, გვ. 54, თბ., 1994