ამ გვერდს არა აქვს შემოწმებული ვერსია, სავარაუდოდ მისი ხარისხი არ შეესაბამებოდა პროექტის სტანდარტებს.

იაკობსონის სქემა — მეტყველების ფუნქციათა აღწერის მოდელი, რომელიც ჩამოყალიბებულია რომან იაკობსონის მიერ. იგი განსხვავდება კარლ ბიულერის მოდელისგან, რომელიც მეტყველების მხოლოდ სამი ფუქციით შემოიფარგლება: ემოციური, კონაციური და რეფერენციული.

ვერბალური კომუნიკაციის იაკობსონისეული სქემა [1]. კომუნიკაციის ექვსი ფაქტორიდან თითოეულს შეესაბამება მეტყველების ექვსი ფუნქციიდან ერთ-ერთი.

ენობრივი ურთიერთობის ჩარჩო

რედაქტირება

რომან იაკობსონის აზრით [1] "მეტყველება შესწავლი უნდა იქნას ყველა თავისი ფუნქციის მიხედვით". ეს იმას ნიშნავს, რომ ენათმეცნიერი უნდა ეცადოს გაიგოსრისთვის არის საჭირო მეტყველება. "მეტყველების ფუნქციათა შესახებ წარმოდგენის შესაქმნელად საჭიროა ენობრივი პროცესის, ვერბალური კომუნიკაციის შემადგენელი ფატორების ზოგადი ჩამონათვალი":

  • შეტყობინება;
  • "ადრესანტი უგზავნის შეტყობინებას ადრესატს";
  • ადრესატმა უნდა მიიღოს შეტყობინება;
  • "იმისათვის, რომ იყოს მოქმედი, შეტყობინება საჭიროებს ადრესატისთვის გაგებად კონტექსტს (ეს არის ის, რასაც ზოგჯერ "რეფენეტის" [2] სახელითაც მოიხსენიებენ), რომელიც იქნება ვერბალური ან ვერბალიზებადი";
  • "შეტყობინება საჭიროებს ადრესანტისა და ადრესატისთვის საერთო ან ნაწილობრივ საერთო კოდს";
  • შეტყობინება საჭიროებს ადრესანტსა და ადრესატს შორის კონტაქტს, ფიზიკურ არხს და ფსიქოლოგიურ კავშირს. აღნიშნული კონტაქტი მათ კომუნიკაციის დამყარებისა და შენარჩუნების საშუალებას აძლევს".

მეტყველების ფუნქციები

რედაქტირება

მეტყველების ფუნქციები შემდეგია:

  • ექსპრესიული (მოსაუბრის გრძნობების გადმოცემა)
  • კონაციური (მიმღებთან დაკავშირებული ფუნქცია)
  • ფატური (კომუნიკაციის დამყარება და შენარჩუნება)
  • რეფერენციული (შეტყოინება მიემართება გარე სამყაროს)
  • მეტალინგვისტური (შეტყობინების საგანს თავად კოდი წარმოადგენს)
  • პოეტური (შეტყობინების მთავარი ობიექტი ტესტის ფორმაა)

იაკობსონი მიიჩნევს, რომ აღნიშნული ფუნქციები "ერთმანეთს არ გამორიცხავს, არამედ ხშირად თანაარსებობენ". ამგვარად, მეტყველება ერთდროულად რამდენიმე ფუნქციას შეიძლება ახორციელებდეს.

ექსპრესიული ფუნქცია

რედაქტირება

მეტყველების ექსპრესიული ფუნქცია მიემართება წარმომთქმელს. მას იყენებს ადრესანტი რათა ადრესატს მიაწოდოს ინფორმაცია საკუთარი პიროვნებისა თუ აზრის შესახებ: იაკობსონის აზრით ამ ფუნქციის "მიზანია პირდაპირ გამოხატოს სუბიეტის დამოკიდებულება საუბრის საგნის მიმართ. შექმნას გარკვეული ემოციის, ვამდვილისა თუ გათამაშებულის, შთაბეჭდილება; ამის გამოა, რომ მარტის [3] მიერ შემოთავაზებული "ემოციური" ფუნქციის სახელწოდება უკეთესი აღმოჩნდა "ემოციონალურ ფუნქციასთან"[4] შედარებით. ენაში წმინდად ემოციური შრე წარმოდგენილია შორისდებულებით". [1].

იაკობსონს მაგალითად მოჰყავს ერთ-ერთი მსახიობის მიერ კონსტანტინე სტანისლავსკისთან გავლილი მოსმენა, რომლის დროსაც მსახიობს ორმოცჯერ უნდა გაემეორებინა გამონათქვამი "ამ საღამოს". ყოველ გამეორებაზე მას უნდა ეცვალა ინტონაცია გარკვეული სიტუაციის მიხედვით, რომელსაც სტანისლავსკი თავად სთავაზობდა. იმისათვის, რომ მოსმენა წარმატებულად ჩათვლილიყო, აუდიტორიას უნდა ამოეცნო თითოეული სიტუაცია "ამ ორი მარტივი სიტყვის ფონური კონფიგურაციის ცვლილებებიდან გამომდინარე".

ინფორმატიკულ კონტექსტში ექსპრესიული ფუნქცია შესაძლოა განხორციელდეს სუბიექტის ფსიქოლოგიური მდგომარეობის გამომხატველი მეტა-ინფორმაციისა თუ მეტა-მონაცემების მიერ.

კონატიური ფუნქცია

რედაქტირება

ეს არის ადრესატისადმი მიმართული ფუნქცია. იგი გამოიყენება ადრესანტის მიერ რათა ადრესატმა საკუთარ თავზე მოახდინოს მოქმედება. ამ ფუნქციას განსაკუთრებით დიდი მნიშვნელობა აქვს რეკლამაში.

კონატიური ფუნქცია გრამატიკულად ყველაზე ხშირად წოდებითი და ბრძანებითი ფორმებით გამოიხატება.

ფატური ფუნქცია

რედაქტირება

ფატური ფუნქცია გამოიყენება მიმღებთან ფიზიკური და ფსიქოლოგიური კონტაქტის დასამყარებლად, შესანარჩუნებლად ან შესაწყვეტად. იგი ასევე შეტყობინების ფიზიკური გადაცემის შემოწმების საშუალებას იძლევა.

ფატური ფუნქციის მიზანია ეფექტიანი გახადოს კომუნიკაცია საჭირო ინფორმაციის გადაცემამდე. მისი ტიპური მაგალითია სატელეფონო კომუნიკაციის დროს გამოყენებული სიტყვა "ალო".

მეტალინგვისტური ფუნქცია

რედაქტირება

მეტალინგვისტური ფუნქცია კოდს უკავშირდება. ინფორმაციის გაცვლამდე შესაძლოა საჭირო იყოს შეტყობინებაში გამოყენებული კოდირების შესახებ საუბარი. ამგვარად პარტნიორები ამოწმებენ, ერთსა და იმავე კოდს იყენებენ თუ არა. აღნიშნული ფუნქცია მდგომარეობს მეტყველების გამოყენებაში ამავე თუ სხვა მეტყველების ასახსნელად. მას ხშირად "თარგმნის ფუნქციასაც" უწოდებენ.

მაგ. "Bonjour, ფრანგული სიტყვაა ".

რეფერენციული ფუნქცია

რედაქტირება

მეტყველების რეფერენციული ფუნქცია კონცენტრირებულია გარე სამყაროზე - კონტექსტზე ან რეფერენტზე.

კომუნიკაციის რეფერენტი შესაძლოა იყოს, მაგალითად მაგიდა, რომელიც მდებარეობს მოსაუბრეთა გარემოში (იგივე "კონტექსტში"), ან კონკრეტული კულტურა, ქვეყანა და ა.შ.

ეს არის ყველაზე ხშირად გამოყენებული ფუნქცია,რადგან საუბრებისა და ტექსტების უმეტესობა გარკვეულ ინფორმაციას შეიცავს.

პოეტური ფუნქცია

რედაქტირება

პოეტური ფუნქციის მიზანია გამოკვეთოს ყოველივე ის, რაც შეადგენს ნიშნებისა და კოდების მატერიალურობას. იგი საშუალებას იძლევა შეტყობინება ესთეტიკური გახდეს. პოეტურ ფუნქციას უკავშირდება ევფონიისა და სიტყვათა წყობის ხერხები. ზეპირი შეტყობინების პოეტურ ფუნქციას უკავშირდება ასევე ენის დონე, ტონი, ხმის სიმაღლე.

იაკობსონის აზრით აღნიშნული ფუნქცია მნიშვნელოვანია არა მხოლოდ პოეზიისთვის, არამედ ყოველდღიური მეტყველებისთვისაც.

  1. 1.0 1.1 1.2 Roman Jakobson, « Closing statements : Linguistics and Poetics », Style in langage, T.A. Sebeok, New-York, 1960. Pour la traduction de Nicolas Ruwet : « Linguistique et poétique », Essais de linguistique générale, Éditions de Minuit, Paris, 1963.
  2. C'est pourtant le terme référent qui est aujourd'hui plus employé, du moins en France, car plus précis. Pour aller plus loin, voir contexte (linguistique) et cotexte.
  3. A. Marty : Untersuchungen zur Grundlegung der allgemeinen Grammatik und Sprachphilosophie, vol. 1, Halle, 1908 (cité par Jakobson).
  4. დღეისთვის უფრო მიღებული ექსპრესიული ფუნქცია, ტერმინი, რომელიც მოიცავს ყველანაირ სუბიექტურ ექსპრესიულობას.