იავის სახალხო აჯანყება
იავის სახალხო აჯანყება | |||
---|---|---|---|
თარიღი | 1825—1830 | ||
მდებარეობა | იავა | ||
შედეგი | ნიდერლანდელების გამარჯვება | ||
მხარეები | |||
| |||
ძალები | |||
| |||
დანაკარგები | |||
| |||
იავის სახალხო აჯანყება ვიკისაწყობში |
იავის სახალხო აჯანყება — ჯოკიაკარტის სასულთნოს, სახელოვანი ტახტის მემკვიდრის მიერ წამოწყებული აჯანყება, რომელიც აჯანყებულების მარცხით დასრულდა, მიმდინარეობდა 1825-1830 წლებში.
აჯანყების მიმდინარეობა
რედაქტირება1825 წელს იავაზე იფეთქა ხალხთა მასობრივმა აჯანყებამ, რომელმაც მალევე ჰპოვა გამოძახილი მთელი იავის მოსახლეობაში. აჯანყება დაიწყო ჯოკიაკარტის სასულთნო ტერიტორიაზე. აჯანყება სათავეში ჩაუდგა და ეს პასუხისმგებლობა იკისრა ჯოკიაკარტის პრინცმა, ტახტის მემკვიდრემ დიპონეგორომ, რომელსაც ნიდერლანდელებმა ტახტის დაკავების უფლება არ მისცეს. მართალია აჯანყების მეთაური მსხვილი ფეოდალური თავკაცი იყო, მაგრამ მთავარ მამოძრავებელ ძალას გლეხობა წარმოადგენდა, რის გამოც აჯანყებამ დასაწყისიდანვე ხალხური და განმათავისუფლებელი ხასიათი მიიღო.
დიპონეგორომ ისლამის დაცვის ლოზუნგი მოიმარჯვა, რომელიც გამოიყენა აჯანყების დროშად და მოუწოდა მოსახლეობას ნიდერლანდელთა წინააღმდეგ საყოველთაო ბრძოლისაკენ, სანამ მიზანს არ მიაღწევდნენ. ამ მოწოდებამ მხურვალე გამოხმაურება ჰპოვა. პირადმა თვისებებმა - უშიშარობამ, პატრიოტიზმმა, ხალხთან სიახლოვემ, გმირულმა სულისკვეთებამ, თავდადებამ და შესანიშნავმა სამხედრო ნიჭმა დიპონეგოროს უდიდესი ავტორიტეტი მოუპოვა გლეხობაში და არა მარტო გლეხობაში, მთელს მსოფლიოში. მას თვლიდნენ განმათავისუფლებელ მთავრად და მასობრივად მიილტვოდნენ მის ბანაკში, ავსებდნენ მის მომხრეთა რიგებს და იბრძოდნენ მის მხარდამხარ მისი იდეოლოგიებით.
აჯანყება ხუთ წელიწადს გაგრძელდა. 1825 წელს დაწყებული აჯანყება 1830 წლამდე ბობოქრობდა. აჯანყების დასაწყისიდან უპირატესობა დიპონეგროს ჰქონდა. მათ აჯანყებულებმა ხელთ იგდეს როგორც ჯოკიაკარტის სასულთნოს სატახტო ქალაქი, ისე მრავალი ასეული დასახლებული პუნქტი და დიდი ზიანი მიაყენეს დამპყრობლებს და მათ აგენტებს. ბოლო იერიში კი როგორც ჩანს ნიდერლანდელების იყო. ნიდერლანდელებმა მხოლოდ 1830 წელს შეძლეს მათთვის ამ მეტად მრისხანე აჯანყების ჩახშობა. იარაღთან ერთად მათ მაქსიმალურად გამოიყენეს ვერაგობა და ფეოდალური წრეების კლასობრივი სიძულვილი აჯანყებული გლეხებისადმი. კოლონიზატორები სასტიკი მეთოდებით გაუსწორდნენ აჯანყებულ გლეხებს, რომელთა ნაწილი ფიზიკურად იქნა გაჟლეტილი. უმრავლესობა მოკლეს, გლეხების ნაწილს მიწები წაართვეს, ნაწილს სახლ-კარი წაართვეს, ნაწილი კი გადაასახლეს. აჯანყების ხელმძღვანელი დიპონეგორო, რომელიც მოტყუებით შეიპყრეს, ვითომ ნიდერლანდელთა ინიციატივით დაწყებული მოლაპარაკების დროს, გადაასახლეს სულავესზე. დიპონეგორო მთელი დარჩენილი სიცოცხლის მანძილზე, სასტიკი პოლიტიკური კონტროლის ქვეშ იმყოფებოდა, ვიდრე 1855 წელს არ გარდაიცვალა. მსხვერპლი ორივე მხარეზე ბევრი იყო, დაიღუპა 15 000 ნიდერლანდელი და 20 000 დიპონეგოროს რიგებში მებრძლი.
ინდონეზიელი ხალხი სათუთად ინახახვს 1825-1830 წლების აჯანყების ისტორიას და მისი გამოჩენილი ხელმძღვანელის, სახალხო გმირის დიპონეგოროს ნათელ ხსოვნას.
ლიტერატურა
რედაქტირება- Carey, P.B.R. Babad Dipanagara: an account of the outbreak of the Java War (1825–30): the Surakarta court version of the Babad Dipanagara Kuala Lumpur: Printed for the Council of the M.B.R.A.S. by Art Printing Works, 1981. Monograph (Royal Asiatic Society of Great Britain and Ireland. Malaysian Branch); no. 9.
- MC Ricklefs, A History of modern Indonesia since 1300, 2nd ed, 1993, pp. 116–17.
- Sagimun M. D. Pangeran Dipanegara: pahlawan nasional [Jakarta]: Proyek Biografi Pahlawan Nasional, Departemen Pendidikan dan Kebudayaan, 1976. (In Indonesian)