თურჩუს მღვიმე
თურჩუს მღვიმე — კარსტული მღვიმე საქართველოში, ხონის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე, თურჩუს ქვაბულის ჩრდილო-აღმოსავლეთ ნაწილში. გამომუშავებულია ზედაცარცულ შრეებრივ კირქვებში. სიღრუის სიგრძე 10 მ-მდეა, შესასვლელის სიგანე – 5,6 მ. სიმაღლე – 0,8–1,0 მ. ფსკერის ფართობი – 20 მ². საერთო მოცულობა – 40 მ³. მღვიმე აღმოჩენილი და გამოკვლეულია ვახუშტი ბაგრატიონის სახელობის გეოგრაფიის ინსტიტუტის სპელეოექსპედიციის (შ. ყიფიანი) მიერ 1959 წელს.
თურჩუს მღვიმე | |
---|---|
ქვეყანა | საქართველო |
ტერიტორიული ერთეული | ხონის მუნიციპალიტეტი |
სიგრძე | 10 მ |
მოცულობა | 0,00004 მლნ. მ³ |
აღმოჩენის წელი | 1959 |
ტიპი | კარსტული |
ამგებელი ქანები | კირქვა |
ლიტერატურა
რედაქტირება- ტატაშიძე ზ., წიქარიშვილი კ., ჯიშკარიანი ჯ., საქართველოს კარსტული მღვიმეების კადასტრი, თბ., 2009