ბაადურ თურქესტანიშვილი
(გადამისამართდა გვერდიდან თურქესტანიშვილი, ბაადურ)
ბაადურ ფრანგისტანის ძე თურქისტანიშვილი (თურქესტანიშვილი; რუსეთში — ბორის პანკრატის ძე თურქესტანოვი) (დ. წ. უცნობია — გ. 1735) — ქართველი პოლიტიკური მოღვაწე, მონაწილეობდა ვახტანგ VI-სა და პეტრე I-ს შორის წარმოებულ მოლაპარაკებაში. 1724 წელს თავის ნათესავებთან ერთად რუსეთში გაჰყვა ვახტანგ VI-ს. რუსეთში ჰქონდა პოდპოლკოვნიკის წოდება. ბაადურის შთამომავლები რუსეთში ცნობილი იყვნენ როგორც თავადი თურქესტანოვები.
ლიტერატურა
რედაქტირება- პაიჭაძე გ., რუსეთ-საქართველოს ურთიერთობის ისტორიისათვის (XVIII საუკუნის პირველი მეოთხედი), თბ., 1960
- პაიჭაძე გ., ქსე, ტ. 5, გვ. 19, თბ., 1980