თურქეთის სახელმწიფო რკინიგზა
თურქეთის რესპუბლიკის სახელმწიფო რკინიგზები (თურქ. Türkiye Cumhuriyeti Devlet Demiryolları ან TCDD) — მთავრობის საკუთრებაში არსებული, თურქეთის რესპუბლიკის ეროვნული სარკინიგზო გადამზიდავი, სათაო ოფისით ანკარაში. TCDD ჩამოყალიბდა, 1927 წლის 1 ივნისს, თურქეთის ხელისუფლების მიერ, რომ აეღოთ თავისთავზე არსებული სარკინიგზო ხაზების კონტროლი, თურქეთის რესპუბლიკის საზღვრებში, ოსმალეთის იმპერიის დაშლის შემდეგ, ასევე ახალი ხაზების აშენების მიზნით.[2]
თურქეთის რესპუბლიკის სახელმწიფო რკინიგზები Türkiye Cumhuriyeti Devlet Demiryolları (TCDD) | |
---|---|
მაღალსიჩქარიანი სარკინიგზო მატარებელი ანკარის სადგურზე. | |
მონაცემები | |
რეგიონი | თურქეთი |
ფუნქციონირების თარიღები | 1927–დღემდე |
სიგრძე | 10 991 კმ[1] |
სათაო ოფისი | ანკარა თურქეთი |
ვებ-საიტი | http://www.tcdd.gov.tr/ |
თურქეთის სახელმწიფო რკინიგზა ფლობს და მართავს ყველა სარკინიგზო ხაზს თურქეთში. 2008 წლისთვის, TCDD ფლობდა რკინიგზის 10 991 კმ-ს, რაც მას ხდიდა მსოფლიოს 22-ე მსხვილ სარკინიგზო სისტემას. 2009 წლისთვის, TCDD-მ განახორციელა 17 105 353 ტონა სატვირთო გადაზიდვა და გადაიყვანა 7 118 699 მგზავრი-კმ, რაც მას მსოფლიოს 33-ე უდიდეს სამგზავრო სარკინიგზო გადამზიდავი გახადა. 2009 წლის მონაცემებით, თურქეთის სახელმწიფო რკინიგზაში დასაქმებულია 25 593 ადამიანი.[3]
თურქეთის სახელმწიფო რკინიგზა ფლობს რამდენიმე სხვა კომპანიებსაც და ფლობს აქციებს საზღვარგარეთაც, მათ შორის "İZBAN"-საც, რომელიც არის სამგზავრო სარკინიგზო ოპერატორი იზმირის გარშემო, სადაც TCDD-ს აქვს 50 % წილი. აქ არის ყველა კომპანია, რომელებიც ჩართულნი არიან სარკინიგზო ტრანსპორტში, ან იყენებენ სარკინიგზო ტრანსპორტს. TCDD 1994 წლიდან "InterRail" წევრია.[4]
სქოლიო
რედაქტირება- ↑ Invest in Turkey: Transportation and logistics
- ↑ TCDD History - Trains and Railways of Turkey
- ↑ TCDD annual report 2009 - www.tcdd.gov.tr
- ↑ InterRail - Wikipedia