თურქეთის ეკონომიკური ისტორია
ამ სტატიაში არ არის მითითებული სანდო და გადამოწმებადი წყარო. |
თურქეთის რესპუბლიკის ეკონომიკური ისტორია შეიძლება შესწავლილი იქნეს სუბ-პერიოდების მიხედვით, რაც ეკონომიკური პოლიტიკის ძირითადი ცვლილებებით გამოიხატება: 1) 1923-1929 წლები, როდესაც განვითარების პოლიტიკამ ხაზი გაუსვა კერძო საკუთრებას; 2) 1929-1945 წლები, განვითარების პოლიტიკამ ხაზი გაუსვა გლობალური კრიზისის პერიოდში სახელმწიფო საკუთრებას; 3) 1950-1980 წლები, სახელმწიფოს მიერ მართვადი ინდუსტრიალიზაციის პერიოდი, რომელიც ეფუძნება იმპორტის შეცვლას ადგილობრიცი პროდუქციით; 4) 1980 წლიდან, თურქეთის ეკონომიკის ლიბერალიზაცია, თურქეთის ბაზრის გახსნა უცხოური ინვესტიციებისთვის. 1923-1985 წლებში, მთავრობის პოლიტიკის შედეგად, ქვეყნის ეკონომიკა განვითარდა კომპლექსურად, სადაც წინ წამოიწია სოფლის მეურნეობის, სამრეწველო და მომსახურების სფეროს ფართო სპექტრი, რა დროსაც ეკონომიკა გაიზარდა საშუალო წლიური მაჩვენებელით 6%.