თურქან საილანი
თურქან საილანი (თურქ. Türkan Saylan დ. 13 დეკემბერი, 1935 - გ. 18 მაისი, 2009 წ.) იყო თურქი ექიმი დერმატოლოგი, აკადემიკოსი, მწერალი, პედაგოგი და სოციალური აქტივისტი. იგი ცნობილი იყო დაავადება კეთრთან ბრძოლით და საქველმოქმედო ფონდის დაფუძნებით, სახელწოდებით "თანამედროვე ცხოვრების მხარდაჭერის ასოციაცია" (Çağdaş Yaşamı Destekleme Derneği, ÇYDD).
თურქან საილანი | |
---|---|
დაბადების თარიღი |
13 დეკემბერი, 1935 სტამბული, თურქეთი |
საქმიანობა | ექიმი, საზოგადოებრივი აქტივისტი, მწერალი |
ცხოვრება და კარიერა
რედაქტირებათურქან საილანი დაიბადა 1935 წლის 13 დეკემბერს.[1] იგი იყო პირველი შვილი და დაიბადა ერთ-ერთი პირველი კონტრაქტორის და შვეიცარელი ლილი მინა რაიმანის ოჯახში. ამ უკანასკნელმა ქორწინების შემდეგ მიიღო ისლამი და შეიცვალა სახელი. შემდეგში ის იხსენიებოდა, როგორც ლეილა.[2]
ის დადიოდა კანდილის დაწყებით სკოლაში 1944–1946 წლებში. ხოლო 1946–1953 წლებში ის განათლებას იღებდა კანდილის ქალთა საშუალო სკოლაში. მოგვიანებით კი მან დაამთავრა სტამბულის სამედიცინო სკოლა 1963 წელს.[1] შემდეგში, იგი მუშაობდა ექიმად SSK ნისანტასის საავადმყოფოს დერმატოლოგიური და ვენერიული დაავადებების განყოფილებაში.
1976 წელს მან დაიწყო სწავლა კეთრთან საბრძოლველად და დააარსა ასოციაცია და ფონდი ბრძოლა მის წინააღმდეგ. 1986 წელს, ინდოეთში, მიენიჭა "განდის საერთაშორისო პრემია". იგი მუშაობდა ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციაში კეთრთან დაკავშირებულ საკიტხებზე კონსულტანტად 2006 წლამდე. მან მონაწილეობა მიიღო დერმა პათოლოგიის ლაბორატორიის, Behcet- ის დაავადებათა და სქესობრივი გზით გადამდები დაავადებების პოლიკლინიკის ფონდში. იგი 1981 წლიდან 2002 წლამდე მუშაობდა ნებაყოფლობით მთავარ ექიმად სტამბოლის კეთრის საავადმყოფოში.[3]
პირადი ცხოვრება
რედაქტირებაიგი დაქორწინდა 1957 წელს და ორი შვილი ჰყავდა. ასევე მას ოთხი შვილიშვილი ჰყავს. 17 წლის განმავლობაში მას ჰქონდა ძუძუს კიბო და იგი გარდაიცვალა 2009 წლის 18 მაისს.
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირება- Investigation: Central Features of Politics in Turkey", Middle East Critique, Vol. 21, Iss. 2, 2012
- We remember: the extraordinary life and work of Türkan Saylan - t-vine.com
- Türkan Saylan Biyografisi - www.haberler.com
- http://suomenkuvalehti.fi/kuvat/2009/05/18/turkan-saylan
- türkan saylan - eksisozluk.com
- Türkan Saylan - sozcu.com.tr
სქოლიო
რედაქტირება- ↑ 1.0 1.1 "Bir Türkan Saylan portresi" დაარქივებული 2013-10-31 საიტზე Wayback Machine. ntvmsnbc.com. 13 April 2009. Retrieved 11 October 2010.
- ↑ 21'inci yüzyılın 2009 yılındaki cadı kazanı
- ↑ "Seeking Equal Opportunities for All-For Prof. Dr. Turkan Saylan, leprosy is one piece of a bigger picture"[მკვდარი ბმული]