თუმანიანის პარკი (სომხ. Թումանյան Այգի) — საზოგადოებრივი პარკი სომხეთის დედაქალაქ ერევანში. მდებარეობს აჯაპნიაკის რაიონში, ჰალაბიანის ქუჩაზე მდინარე რაზდანის ხეობაში, რაზდანის დიდ ხიდსა და თუმოს ტექნოლოგიათა შესაქმნელ ცენტრს შორის. პარკი 1970 წელს გაიხსნა. მას 7 ჰექტრის ფართობი უკავია მდინარე რაზდანის მარჯვენა სანაპიროზე. მას სახელი ცნობილი სომეხი მწერლისა და პოეტის, ჰოვანეს თუმანიანის დაბადებიდან 100 წლისთავის აღსანიშნავად ეწოდა.[1]

თუმანიანის პარკი
სომხ. Թումանյան Այգի
მდებარეობა აჯაპნიაკის რაიონი, ერევანი, სომხეთის დროშა სომხეთი
ფართობი 7 ჰა
დაარსდა 1970 წ.
მმართველი ორგანო ერევნის საკრებულო

1973 წელს პარკში თუმანიანის ოპერა ანუშის ორი მთავარი პერსონაჟის ანუშისა და საროს ქანდაკებები აღიმართა.

1986 წელს პარკში თუმანიანის კიდევ ერთი პერსონაჟის, ლორეცი საქოს ძეგლი გაიხსნა.