თუთირი
თუთირი (ოს. Тутыр) — მგელთა უფალი, საქონლის ქურდთა მფარველი. თუთირი არის ოსური მითიური პანთეონის ერთ-ერთი ცენტრალური და თავისი ბუნებით ყველაზე რთული ღვთაება, რომლის ძლიერმა კულტმა რწმენა-წარმოდგენათა და მაგიურ ქმედებათა ფართო ქსელი წარმოქმნა ზოგადად კავკასიაში.
საინტერესოა ის ფაქტი - ოსებს სწამდათ, რომ იგი პერიოდულად აწყობდა მგლების შეკრებას, აძლევდა მათ დავალებებს, განუსაზღვრავდა საკვების ოდენობას. აღსანიშნავია, რომ მისი ნების გარეშე ნადირი ადამიანებსა და საქონელს ზიანს ვერ მიაყენებდა. თუ მგელი ცხვრის ფარას დაესხმოდა თავს, მწყემსი დახმარებისთვის მაშინვე თუთირს მიმართავდა: „ო, თუთირ, მე და ჩემი საქონელი შენი მფარველობის ქვეშ ვართ, ჩვენ შენი სტუმრები ვართ, დაგვიფარე შენი მგლებისგან, გარეკე ისინი შორს“.
ამის შემდგომ, მწყემსების რწმენით, განრისხებულ თუთირს შეეძლო მგლისთვის პირი შეეკრა. მგლისთვის ქვებით ამოევსო მისი გაუმაძღარი ხახა.
მგელი ოსურ მითოლოგიაში, გამოკვეთილია ასევე აგრარული კუთხით, ამ ღვთაების კავშირი როგოგრც მესაქონლეობის, ისე სამიწათმოქმედო და ზოგადად ნაყოფიერების კულტთან.
თუთირს ეძღვნებოდა გარკვეული დღესასწაულიც, ამ დროს თუთირის დღეებში იკრძალებოდა ყოველგვარი საომარი მოქმედება, დროებით წყდებოდა მოსისხლეთა შორის შურისძიებისკენ მიმართული ღონისძიებები. ასეთი აკრძალვა ძალაში შედიოდა მხოლოდ მეომართა მფარველი ღვთაების, ვასთირჯის, სახელობის დღეებშიც.
აქვე უნდა ითქვას, რომ მრავალი მონაცემით თუთირი და ვასთირჯი ტყუპისცალებივით გამოიყურებიან. ვასთირჯი ოსურ ფოლკლორში მგლის სახითაც გვხვდება.
ეს სავსებით დამაჯერებელი აზრი ვასთირჯის სამ იპოსტასში – ანთროპომორფულ და ზოომორფულ (ცხენი და მგელი – მზიური ცხოველები) გეგმაში წარმოაჩენს (გვიანდელი ოსური მასალით თუ ვიმსჯელებთ, ყველა ლოგიკით ეს როლი ეპოსში თუთირს უნდა რგებოდა). როგორც ჩანს, ღვთაებები, რომლებსაც ქრისტიანული წმინდანები – თუთირი (წმ. თევდორე) და ვასთირჯი (წმ. გიორგი) ჩაენაცვლნენ, გენეტიკურად ტყუპი ღვთაებები იყვნენ (შდრ. ინდოევროპულთა აშვინები და დიოსკურები).
საინტერესოა, რომ თუთირის დღეები, ისევე როგორც ქართული „თედორობა“, აფხაზური „აითარნიჰვა“ (აითარისადმი – წმ. გიორგისადმი მიძღვნილ წესჩვეულებათა რიგი), ბულგარული „ტუდოროვ დენ“ და სხვა დიდმარხვის პირველ კვირას აღინიშნებოდა და ამ კუთხით ისინი ფართო აგრარული ხასიათის დღესასწაულებს წარმოადგენდნენ. აქვე უნდა ითქვას, რომ წმინდა გიორგი და წმინდა თევდორე ასტრალური კალენდრის ერთი ციკლის შემკვრელები არიან.
ლიტერატურა
რედაქტირება- Гатиев Б. Суеверия и предрассудки у осетин // ССКГ. IX. ТФ., 1876;
- Бинкевич Е. Верования осетин // Религиозные верования народов СССР. М., 1930.