თრედზი
(გადამისამართდა გვერდიდან თრედზ)
თრედზი (ინგლ. Threads) — სოციალური მედია და სოციალური ქსელის სერვისი, რომელიც ეკუთვნის ამერიკულ ტექნოლოგიურ კომპანიას Meta Platforms. აპლიკაცია თავდაპირველად შეიქმნა ინსტაგრამის ბაზაზე. დასარეგისტრირებლად მომხმარებლებს უნდა ჰქონდეს Instagram ანგარიში. მომხმარებლების იუზერნეიმები როგორც ინსტაგრამში, ასევე თრედზიში იდენტურია. [1] თრედზიში მომხმარებელს შეუძლია ტექსტისა და სურათების გამოქვეყნება, სხვისი პოსტებისთვის პასუხის გაცემა და ამ პოსტების დალაიქება. აპლიკაცია Twitter-ის მსგავსად ფუნქციონირებს და ხშირად მოიხსენიება, როგორც მისი „მკვლელი“. [2][3][4] აპლიკაცია ხელმისაწვდომია iOS-სა და Android-ზე.
სქოლიო
რედაქტირება- ↑ Isaac, Mike (2023-07-05). „Threads, Instagram’s ‘Twitter Killer,’ Has Arrived“. The New York Times (ინგლისური). ISSN 0362-4331. ციტირების თარიღი: 2023-07-06.
- ↑ Ghaffary, Shirin. (2023-07-05) What you need to know about Threads, Instagram’s new Twitter killer app en. ციტირების თარიღი: 2023-07-06
- ↑ Isaac, Mike (2023-07-05). „Threads, Instagram’s ‘Twitter Killer,’ Has Arrived“. The New York Times (ინგლისური). ISSN 0362-4331. ციტირების თარიღი: 2023-07-06.
- ↑ Facebook’s Meta launches ‘Twitter killer’ social network Threads en. ციტირების თარიღი: 2023-07-06