თოხთის წმინდა მარინეს ეკლესია
თოხთის წმინდა მარინეს ეკლესია — არქიტექტურული ძეგლი, საკულტო ნაგებობა ახალგორის მუნიციპალიტეტის სოფელ თოხთაში. აგებულია შუა საუკუნეებში.
ეკლესიის კედლები შემორჩენილია 1 მეტრის სიმაღლეზე, ზოგან უფრო ნაკლებია. დარბაზული ტიპის უაბსიდო ეკლესია სხვადასხვა ზომის ფლეთილი ქვითაა ნაგები. ინტერიერში ამოსულია დიდი ზომის ხე. ტერიტორიაზე ყრია ჩამონაშალი ქვა. ძეგლის აზომვა საგანგებო გაწმენდის გარეშე არ ხერხდება.
ლიტერატურა
რედაქტირება- შიდა ქართლი, ახალგორის მუნიციპალიტეტის არქიტექტურული მემკვიდრეობა, ტ.IV, თბ., 2008, გვ., 88