თოხთის ღვთისმშობლის ნაეკლესიარი

თოხთის ღვთისმშობლის ნაეკლესიარი — არქიტექტურული ძეგლი, საკულტო ნაგებობა ახალგორის მუნიციპალიტეტის სოფელ თოხთაში. აგებულია შუა საუკუნეებში.

ნანგრევებად ქცეული ეკლესიიდან შემორჩენილია საძირკვლის ფრაგმენტები. სამშენებლო ქვა ადგილობრივი წარმოშობისაა და ფლეთილია. ნაგებობის ღერძი ვითარდება აღმოსავლეთიდან დასავლეთისკენ.

ძეგლის დათარიღება და აზომვა გათხრა-გაწმენდის გარეშე შეუძლებელია.

ლიტერატურა

რედაქტირება
  • შიდა ქართლი, ახალგორის მუნიციპალიტეტის არქიტექტურული მემკვიდრეობა, ტ.IV, თბ., 2008, გვ., 89