თოხთის კვირაცხოვლის ნაეკლესიარი

თოხთის კვირაცხოვლის ნაეკლესიარი — არქიტექტურული ძეგლი, საკულტო ნაგებობა ახალგორის მუნიციპალიტეტის სოფელ თოხთაში. აგებულია შუა საუკუნეებში.

ეკლესიიდან შემორჩენილია სამხრეთი და აღმოსავლეთი კედლების მცირე ფრაგმენტი. ადგილობრივი წარმოშობის ქვა ფლეთილია. სპეციალური გათხრა-გაწმენდის გარეშე, ძეგლის აზომვა და დათარიღება შეუძლებელია.

ლიტერატურა

რედაქტირება
  • შიდა ქართლი, ახალგორის მუნიციპალიტეტის არქიტექტურული მემკვიდრეობა, ტ.IV, თბ., 2008, გვ., 89