თორნიკე მუმლაძე
თორნიკე მუმლაძე (დ. 23 ივლისი, 1992) — ქართველი ფეხბურთელი, ბოლნისის „სიონის“ თავდამსხმელი. კარიერის უმეტესი ნაწილი გატარებული აქვს „ჩიხურაში“, რომელთან ერთადაც 2017 წელს საქართველოს თასის მოპოვება მოახერხა.
პირადი მონაცემები | |||
---|---|---|---|
სრული სახელი | თორნიკე მუმლაძე | ||
დაბადების თარიღი | 23 ივნისი, 1992 | ||
დაბადების ადგილი | საქართველო | ||
სიმაღლე | 1,85 მ | ||
სათამაშო პოზიცია | თავდამსხმელი | ||
საკლუბო ინფორმაცია | |||
მიმდინარე კლუბი | სიონი ბოლნისი | ||
პროფესიონალური კარიერა* | |||
წლები | გუნდი | მატჩი | (გოლი) |
2010-2019 | ჩიხურა საჩხერე | 96 | (33) |
2013-14 | → ჭიათურა (იჯარით) | 12 | (12) |
2020 | კოლხეთი ფოთი | 0 | (0) |
2021 | გაგრა | 24 | (10) |
2023- | სიონი ბოლნისი | 1 | (0) |
ეროვნული ნაკრები | |||
2011-12 | საქართველო 21 წლ. | 0 | |
* პროფესიონალურ კლუბებში გამოსვლა და გოლები მხოლოდ ეროვნული ლიგებისთვის იანგარიშება |
2011-12 წლებში გამოძახებული იყო საქართველოს 21 წლამდე ფეხბურთელთა ნაკრებში.
ტიტულები
რედაქტირება- საქართველოს თასი ფინალისტი (2): 2012/2013, 2013/2014
- საქართველოს სუპერთასი გამარჯვებული (1): 2013/2014.
- საქართველოს თასის გამარჯვებული (1): 2017
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირება- თორნიკე მუმლაძე — Soccerway