თორაღაის ტალახის ვულკანი

თორაღაის ტალახის ვულკანი (აზერ. Torağay palçıq vulkanı) — აზერბაიჯანის ერთ-ერთი უდიდესი ტალახის ვულკანი.[1] მდებარეობს გობუსტანის რაიონში, ქალაქ გობუსტანიდან 28 კმ-ის სიშორეზე. ვულკანის კრატერის დიამეტრი 900 მეტრს შეადგენს და აქტიურია. სიმაღლე 400 მეტრს შეადგენს.

თორაღაის ტალახის ვულკანი
კოორდინატები: 40°09′55″ ჩ. გ. 49°17′46″ ა. გ. / 40.16528° ჩ. გ. 49.29611° ა. გ. / 40.16528; 49.29611
ქვეყანა აზერბაიჯანის დროშა აზერბაიჯანი
ტერიტორიული ერთეული გობუსტანი
სიმაღლე 400 მ 
თორაღაის ტალახის ვულკანი — აზერბაიჯანი
თორაღაის ტალახის ვულკანი

ვულკანის შესახებ

რედაქტირება

ვულკანის აქტივობაზე დაკვირვება 1841 წლიდან დაიწყო, ხოლო ბოლო ძლიერი ამორფქვევა 1988 წელს დაფიქსირდა. ბოლო ამორფქვევა კი 2018 წლის 22 აპრილს დაფიქსირდა.

ვულკანი ფორმით მკვეთრად კონუსურია. ვულკანის ტერიტორიის საერთო ფართობი 10 კმ² შეადგენს, ხოლო ტალახის საერთო მოცულობა 350 მლნ. მ³ აღწევს.

ლიტერატურა

რედაქტირება
  • Azərbaycan Respublikasının Geoloji İrsi, Bakı: "Nafta-Press" nəşriyyatı, 2013.

იხილეთ აგრეთვე

რედაქტირება