თორას ნამოსახლარი
თორას ნამოსახლარი — არქეოლოგიური ძეგლი საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ ლამბალოში.
ნამოსახლარს ჩრდილოეთიდან, ჩრდილო-აღმოსავლეთიდან, აღმოსავლეთიდან და სამხრეთ-აღმოსავლეთიდან სამი სათავდაცვო თხრილი უნდა ქონოდა. სამხრეთ-დასავლეთიდან და დასავლეთიდან კი ერთი სათავდაცვო თხრილის კონტური ჩანს მკრთალად. სავარაუდოდ ვინაიდან ბორცვის ეს მხარე ყველაზე მეტადაა დაქანებული, ამ მხარეს სათავდაცვო თხრილის ნაწილი ეროზიის შედეგად უნდა იყოს ჩამოშლილი. ბორცვის თავზე სამოსახლო ნაწილი თითქოს ორად იყოფა. ყველაზე დიდი ნაწილი უკავია ბორცვის უკიდურეს შემაღლებას, ხოლო მისგან ჩრდილო-დასავლეთით ტერესასავით ოდნავ უფრო გამიჯნულია ცალკე უბანი. ბორცვის ჩრდილო-დასავლეთით, აღმოსავლეთით, სამხრეთ-აღმოსავლეთით და სამხრეთით სხივებად ეშვება ბუდობები, რომლებიც სავარაუდოდ ციტადელის გარეთ არსებული სამოსახლო უბნების, საცხოვრებელი ნაგებობების უნდა იყოს.
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირება- კულტურული მემკვიდრეობის პორტალი, № 39260