თონეთის ეკლესია — არქიტექტურული ძეგლი ბორჯომის მუნიციპალიტეტის ნასოფლარ დიდ თონეთში. იგი წარმოადგენს დარბაზული ეკლესიის ტიპს.

ძეგლს სახურავი ჩამონგრეული აქვს. ადგილზეა აღმოსავლეთი ფასადის სახურავის სამხრეთი ქანობი კარნიზით, ხოლო დასავლეთ ფასადზე კეხი და კარნიზის ერთი ქვა. შენობის ირგვლივ შემორჩენილია ძველი ნასახლარის კედლები და გელაზის დიდი ქვა. ეკლესია საშუალო ზომისაა (7.5 მ×7 მ), ნაგებია დამუშავებული რუხი და ღვინისფერი ქვით, კირ-ხსნარის დუღაბზე.

ეკლესიას აქვს მინაშენი, რომელიც საკმაოდ განიერია და თითქმის ეკლესიის სიგანეს უტოლდება. აღსანიშნავია, რომ ეკლესია ნაწილობრივ მიწით არის დაფარული. ეკლესიის ფასადები სადაა. ერთადერთ გამონაკლისს წარმოადგენს დასავლეთით, ვიწრო სარკმლის ზევით გამოსახული რელიეფური ჯვარი. ეკლესიის მინაშენი იმდენად არის ჩახერგილი, რომ მის შიდა სივრცეზე რაიმეს თქმა ძნელია. მინაშენის სწორკუთხა, მაღალი შესასვლელი გარედან გადახურულია სადა და ვიწრო ზედანის ქვით. ეკლესიაში ვხვდებით სამხრეთ ფასადზე გაჭრილი კარით, რომლის თავზე დევს მუზარადისებრი ფორმის მოზრდილი არქიტრავის ქვა. თონეთის ეკლესიის აშენებას, არქიტექტურული მონაცემების საფუძველზე XIV-XV საუკუნეებით ათარიღებენ.

ლიტერატურა

რედაქტირება
  • ბერძენიშვილი დ., გიორგიძე მ., ჩაჩხუნაშვილი ც., ჭანიშვილი გ., არქიტექტურულ-ისტორიული გზამკვლევი გუჯარეთი, თბ., 1987
  • მაკალათია ს., ბორჯომის ხეობა (ისტორიულ-ეთნოგრაფიული ნარკვევი), თბ., 1957