თოიძეანთ კოშკი – კოშკი კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ ზემო ჩოჩეთის თოიძეანთ უბანში. თარიღდება XIV-XV საუკუნეებით. დაზიანებულია, ზედა ნაწილი ჩამონგრეულია.

კოშკი (8,2 X 7,4 მ) საბრძოლოა. მისი კედლები ზემოთკენ ვიწროვდება, წიბოები მომრგვალებულია, ნაგებია ნატეხი ქვით. შესასვლელი მეორე სართულის დასავლეთ კედელშია. სართულები ერთმანეთს სართულშუა გადახურვაში დატანებული ხვრელებით უკავშირდებოდა. შემორჩენილია სართულშუა გადახურვის ხის კოჭები. მესამე სართულის ოთხივე კედელში ორ-ორი წყვილი სათოფურია.

ლიტერატურა

რედაქტირება
  • საქართველოს ისტორიისა და კულტურის ძეგლთა აღწერილობა, ტ. 5. თბ., 1990.