თოვლი (რომანი)
თოვლი (თურქ. Kar) — ორჰან ფამუქის რომანი. გამოიცა 2002 წელს. ქართულ ენაზე 2011 წელს ითარგმნა. 2004 წელს ნიუ-იორკ ტაიმზმა „თოვლი“ ათ საუკეთესო წიგნთა შორის დაასახელა.
„თოვლი“ | |
---|---|
Kar | |
ქართული გამოცემის გარეკანი | |
ავტორი | ორჰან ფამუქი |
ქვეყანა | თურქეთი |
ენა | თურქული |
გამომცემელი | İletişim |
გამოცემის თარიღი | 2002 |
oclc | 61119056 |
წინამორბედი | null |
ISBN | 978-9941-15-903-9 |
შინაარსი
რედაქტირება12 წლის შემდეგ გერმანიიდან პოეტი კა სამშობლოში ბრუნდება. ის თვითმკვლელი გოგონების შესახებ რეპორტაჟის მოსამზადებლად საზღვრისპირა ქალაქ ყარსში ჩადის. ყარსში გადაუღებლად თოვს და გზები იკეტება. კა ქუჩა-ქუჩა, დუქნიდან დუქანში დადის და ცდილობს, გაიცნოს ქალაქი და მისი მოსახლეობა. ყარსის ჩაიხანები უსაქმურებითაა სავსე. საინტერესო თითქოს არაფერი ხდება, მაგრამ მოულოდნელად ვითარება იცვლება – ანკარიდან ჩამოსული პატარა თეატრალური დასი, თავგადაკლული ისლამისტები, სასულიერო სასწავლებლის სტუდენტები, პოლიტიკური დაჯგუფებების წევრები, სასტუმრო „ქარპალასის" მეპატრონე და მისი ქალიშვილები კასთან ერთად სისხლიანი გადატრიალების მონაწილენი ხდებიან.
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირება- გაყინული აქტივები
- თოვლის რუკა დაარქივებული 2012-02-13 საიტზე Wayback Machine.