თოვლის კარნიზი — მტკიცე თოვლის მძლავრი დაგროვება მთათა თხემებზე და მწვერვალებზე. წარმოიქმნება ციცაბო ქარპირა კალთების ზედა მხარეზე ან ძლიერი ქარბუქის შედეგად მთათა ფლატეებზე. თოვლის კარნიზი ჩვეულებრივ წარმოიქმნება მთების იმ მონაკვეთებზე, რომელთათვის დამახასიათებელია „ქარბუქი დროშები“. თოვლის კარნიზში არსებული თოვლის სიმკვრივე აჭარბებს 300 კგ/მ³. მეტად სახიფათოა, რადგან ხშირად ინგრევა და გვევლინება როგორც ზვავების ერთ-ერთი წარმომქმნელი ფაქტორი. იგი სახიფათოა თხემზე მიმავალი და აგრეთვე კარნიზის ქვეშ მყოფი ადამიანებისათვის.

თოვლის კარნიზი. 1) ბზარები; 2) ნაწყვეტის ხაზი; 3) კარნიზის ნაწილი.

ცნობილი ავსტრიელი ალპინისტი ჰერმან ბული დაიღუპა თოვლის კარნიზის ჩამოქცევის შედეგად. თოვლის კარნიზით გამოწვეული ზვავის შედეგად დაიღუპა ალპინისტი ანატოლი ბუკრეევი. დაფიქსირებულია სხვა უბედური შემთხვევებიც.

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება

ლიტერატურა

რედაქტირება
  • Гляциологический словарь / Под ред. В. М. Котлякова. — Л.: Гидрометеоиздат, 1984. — 527 с.