თლიის წმინდა გიორგის ეკლესია

თლიის წმინდა გიორგის ეკლესია — არქიტექტურული ძეგლი, საკულტო ნაგებობა ჯავის მუნიციპალიტეტის სოფელ თლიაში. აგებულია გვიან შუა საუკუნეებში.

ძეგლი განეკუთვნება ჯავის რაიონისათვის დამახასიათებელ ჯვარ-გემბათოვან ეკლესიათა რიგს. ნაგებია ძირითადად ფლეთილი ქვით. ალაგ-ალაგ გამოყენებულია ფიქალი და შირიმი. აბსიდა შვერილწახნაგოვანია. დასავლეთით და ჩრდილოეთით შემორჩა კარიბჭის საბრჯენები. გუმბათის რვაწახნაგა ყელში ოთხი სარკმელია დატანებული. კარი გაჭრილია სამხრეთიდანაც. ძეგლზე ამოსულია მცენარეები.

ლიტერატურა

რედაქტირება
  • შიდა ქართლი, ჯავის რაიონის არქიტექტურული მემკვიდრეობა, ტ. III, თბ., 2004