თიღვის მუნიციპალიტეტის გერბი
თიღვის მუნიციპალიტეტის გერბი — თიღვის მუნიციპალიტეტის სახელმწიფო სიმბოლო დროშასთან ერთად. მიღებულია თიღვის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ, 2010 წლის 24 მაისს №2 დადგენილებით.
თიღვის მუნიციპალიტეტის გერბი | |
---|---|
დეტალები | |
გვირგვინი | ერთკოშკიანი ქონგურებიანი საქალაქო ვერცხლის გვირგვინი |
დევიზი | თიღვა |
აღწერილობა
რედაქტირებამეწამულ ველზე მოთავსებულია ვერცხლის დაჭიმული მშვილდ-ისარი. ფარის ზედა მარჯვენა კუთხე უჭირავს თავისუფალ კანტონს, რომლის ვერცხლის ველზე მეწამული ჯვარია გამოსახული. გერბის ფარს ზემოთ მოთავსებულია საქალაქო ვერცხლის გვირგვინი — ერთკოშკიანი ქონგურებიანი გალავანი (ციხე-სიმაგრის ფორმის) ნახევრად ღია კარიბჭით. ფარს ქვემოთ მოთავსებულია გერბის დევიზის ვერცხლ-მეწამული ბაფთა, რომლის ვერცხლის ველზე შავად ჩაწერილია დევიზი — „თიღვა“.