თინიკაანის ეკლესია ერთაბრძანებულობა

თინიკაანის ეკლესია ერთაბრძანებულობა — არქიტექტურული ძეგლი, საკულტო ნაგებობა ახალგორის მუნიციპალიტეტის სოფელ თინიკაანში. აგებულია გვიან შუა საუკუნეებში.

სასაფლაოზე დგას ეკლესია, რომელიც სხვადასხვა ზომის ფლეთილი ქვითაა ნაგები. კუთხეებში გამოყენებულია თლილი ქვა. ფასადების წყობაში ჰორიზონტალურად ჩაყოლებულია ფიქალი. დარბაზული ეკლესია გეგმით სწორკუთხა მოხაზულობისაა, აღმოსავლეთით სწორკუთხა საკურთხეველია, რომლის ცენტრში გაჭრილია ფართო სარკმელი. ეკლესიის კედლები სხვადასხვა სიმაღლეზეა შემორჩენილი, აქედან ყველაზე მაღალი დასავლეთის კედელია. ჩრდილოეთ კედელში ჩანს სარკმლის ქვედა ნაწილი. აღმოსავლეთით ადგილობრივი მოსახლის ვასო პავლიაშვილის მიერ აგებული მცირე სათავსია, რომელშიც ინახება "ლომისას" სახელობის ტოლმკლავა ჯვარი _ მოპირკეთებული ვერცხლის ფირფიტებით. ცენტრში დისკია, ყვავილის გამოსახულებით, შუაგულში კი ჩასმულია სერდოლიტი. ჯვარი დამაგრებულია ვერცხლის ბურთულაზე, რომელზეც მხედრული წარწერაა ამოკაწრული: "თბაფის, კა, მევნი ქყლ: ლომისა მთავარ; მოწამე, წმინდა გიორგი, ჩავლელ, ხორასნს, წვლებით, მოველ, მოგებით გუკლეთებივარ, პავლეთ, შვლებთ, თავსი, საქონლი და მ." აქვეა შენახული ჭედური ხელოვნებით შესრულებული დიდი ზომის ვერცხლის ხატი, რომელზეც გამოსახულია წმინდა გიორგი.

ლიტერატურა

რედაქტირება
  • შიდა ქართლი, ახალგორის მუნიციპალიტეტის არქიტექტურული მემკვიდრეობა, ტ.IV, თბ., 2008, გვ., 85-86