თინა გიორგის ასული დონჟაშვილი (დ. 21 სექტემბერი, 1916, თბილისი, — გ. 17 მარტი, 1993) — ქართველი მწერალი.

დაამთავრა მოსკოვის I სამედიცინო ინსტიტუტი (1941). საბჭოთა კავშირის არმიის რიგებში მონაწილეობდა მეორე მსოფლიო ომში.

1947 წელს დაიბეჭდა მისი პირველი მოთხრობა „ვერ მიგატოვებ“; ომის თემაზე აქვს შექმნილი რომანი „განთიადი“ (1950) და მოთხრობა „ჩემი მეგობარი“ (1963); ყურადღებას იპყრობს ასევე მისი რომანები — „ალაზანზე“ (1956) და „გონჯაურა“ (1988), რომელშიც ასახულია ასახულია 1951 წლის რეპრესიები; აგრეთვე კრებულები: „ვერ მიგატოვებ“ (1971), „შორ გზაზე“ (1976); ნარკვევების კრებულები: „შრიალებდეს ტყე“ (1961), „მთებში“ (1967), „ალისფერი ვარდები“ (1971), „მთა და ბარი“ (1974); ავტორია პიესებისა: „ახალი ქართლი“ (1948), „გამარჯვებულთა ღიმილი“ (1949, დაიდგა შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო აკადემიურ თეატრში).

ლიტერატურა

რედაქტირება