თითქმის მეგობრები (2016 წლის ფილმი)

„თითქმის მეგობრები“ (ინგლ. Almost Friends) — 2016 წლის ამერიკული კომედიური დრამა, რომლის სცენარის ავტორი და რეჟისორია ჯეიკ გოლდბეგერი. ფილმში მონაწილეობენ ფრედი ჰაიმორი, ოდეია რაში, ჰეილი ჯოელ ოსმენტი, კრისტოფერ მელონი და მარჟ ჰელგენბერგერი.

„თითქმის მეგობრები“

ოფიციალური პოსტერი
რეჟისორი ჯეიკ გოლდბეგერი
პროდიუსერი
  • ალექს ა. გინცბურგი
  • ტონი ლი
  • ჯიმ იანგი
სცენარის ავტორი ჯეიკ გოლდბეგერი
როლებში
მუსიკა ერიკ ვ. ჰაჩიკიანი
ოპერატორი ჯერემი მაკი
მონტაჟი ჯულიე გარსესი
სტუდია
  • Let It Play
  • Animus Films
დისტრიბუტორი
  • Gravitas Ventures
  • Orion Pictures
გამოსვლის თარიღი
  • ოქტომბერი 14, 2016 (2016-10-14) (ოსტინის კინო-ფესტივალი)
  • ნოემბერი 17, 2017 (2017-11-17) (აშშ)
ხანგრძლივობა 105 წუთი
ქვეყანა აშშ-ის დროშა აშშ
ენა ინგლისური
შემოსავალი 46,376 დოლარი[1]

ფილმის პრემიერა 2016 წლის 14 ოქტომბერს ოსტინის კინოფესტივალზე შედგა. 2017 წლის 17 ნოემბერს ფილმი ჩრდილოეთ ამერიკაში Gravitas Ventures-მა და Orion Pictures-მა გამოუშვეს.

სიუჟეტირედაქტირება

ოდესღაც წარმატებულ ახალგაზრდა შეფმზარეულს, ჩარლის (ფრედი ჰაიმორი) ყოველგვარი მოტივაცია დაკარგული აქვს და ცხოვრობს დედამისთან (მარჟ ჰელგენბერგერი) და მამინაცვალთან ერთად, ხოლო მუშაობს კინოთეატრში. მისი ცხოვრება მოულოდნელად შეიცვლება, როცა შეუყვარდება ადგილობრივი ბარისტა, ემბერი (ოდეია რაში). პრობლემა იმაშია, რომ ემბერი ნიუ-იორკში გადასვლას აპირებს, რათა თავი დააღწიოს მის კედლის მეზობელს (ჯეიკ აბელი) და შეყვარებულს (ტეილორ ჯონ სმიტი). ამ ყველაფერთან ერთად, ჩარლის მამა (კრისტოფერ მელონი) მოულოდნელად ბრუნდება მის ცხოვრებაში სწორედ მაშინ, როცა ჩარლიმ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება უნდა მიიღოს თავისი კარიერის შესახებ. მოახერხებს თუ არა ჩარლი სწორი გზის არჩევას, როცა ერთ კონფლიქტს მეორე ემატება?

მსახიობებირედაქტირება

წარმოებარედაქტირება

2015 წლის 18 აგვისტოს განაცხადეს, რომ იწყებოდა ფილმის „Holding Patterns“ წარმოება, ფრედი ჰაიმორის, ოდეია რაშის, ჰეილი ჯოელ ოსმენტის, რიტა ვოლკის, ჯეიკ აბელისა და ტეილორ ჯონ სმიტის მონაწილეობით.[2] ფილმის რეჟისორია ჯეიკ გოლდბეგერი, რომელიც ასევე სცენარის ავტორიცაა, ხოლო პროდიუსერები არიან ალექს გინცბურგი, ტონი ლი და ჯიმ იანგი.[3] 2015 წლის 26 აგვისტოს, ფილმს შეუერთდნენ კრისტოფერ მელონი და მარჟ ჰელგენბერგერი შესაბამისად, ჰოვარდის და სამანტას როლების შესასრულებლად. ფილმს ასევე შეუერთდა გარი რეი მური[4]

ფილმის ძირითადი გადაღებები დაიწყო მობილში (ალაბამა) 2015 წლის 27 ივლისს. მომდევნო დღეს სპენიშ-ფორტის საშუალო სკოლაში ჰაიმორი და ვოლკი შენიშნეს.[5]

გამოსვლარედაქტირება

2017 წლის ოქტომბერში, Gravitas Ventures-მა და Orion Pictures-მა ფილმის დისტრიბუციის უფლებები მოიპოვეს და გამოსვლის თარიღად 2017 წლის 17 ნოემბერი დაასახელეს.[6]

მიღებული შეფასებებირედაქტირება

გაყიდვებირედაქტირება

„თითქმის მეგობრების“ შემოსავალმა მსოფლიოს მასშტაბით შეადგინა 46,376 აშშ დოლარს, ხოლო DVD-სა და Blu-ray-ის გაყიდვებით — 16,355 დოლარს.[1]

რესურსები ინტერნეტშირედაქტირება

სქოლიორედაქტირება

  1. 1.0 1.1 „თითქმის მეგობრები“ (2017 წ.). The Numbers. Nash Information Services, LLC. ციტირების თარიღი: 17 ნოემბერი, 2018 წ..
  2. პატრიკ ჰიპსი (18 აგვისტო, 2015 წ.). „ფრედი ჰაიმორი და ოდეია რაში მონაწილეობას მიიღებენ ფილმში „Holding Patterns““. Deadline Hollywood. ციტირების თარიღი: 19 აგვისტო, 2015 წ.. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი |accessdate= და |date=-ში (დახმარება)
  3. ფრედი ჰაიმორი, ოდეია რაში, ჰეილი ჯოელ ოსმენტი მონაწილეობას მიიღებენ კომედიაში „Holding Patterns“. TheWrap (18 აგვისტო, 2015 წ.). ციტირების თარიღი: 19 აგვისტო, 2015 წ..
  4. როს ა. ლინკოლნი (26 აგვისტო, 2015 წ.). „კრისტოფერ მელონი და მარჟ ჰელგენბერგერი უერთდებიან „Holding Patterns““. Deadline Hollywood. ციტირების თარიღი: 7 სექტემბერი, 2015 წ.. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი |accessdate= და |date=-ში (დახმარება)
  5. ანგელა ლევინსი. (12 აგვისტო, 2015 წ.) „Holding Patterns“-ის გადაღებებში ალაბამელ ათლეტები მონაწილეობენ, სპენიშ-ფორტის საშუალო სკოლა. The Birmingham News.
  6. ანიტა ბუში (17 ოქტომბერი, 2017 წ.). „„თითქმის მეგობრები“-ის დისტრიბუციის უფლებები Gravitas Ventures-მა მოიპოვა; Grasshopper-მა წამოიწყო ირანულ დრამის „Ava“-ს წარმოება“. Deadline Hollywood. ციტირების თარიღი: 17 ოქტომბერი, 2017 წ.. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი |accessdate= და |date=-ში (დახმარება)