თიბისი ლიზინგი
თიბისი ლიზინგი — კომპანია ქართულ სალიზინგო ბაზარზე, რომელიც ემსახურება იურიდიულ პირებს საქართველოს მასშტაბით. ის დაფუძნებულია 2003 წელს და მისი აქციონერები არიან სს თიბისი ბანკი (90,06%) და ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი (9.94%).
კომპანიას გააჩნია ერთი ფილიალი თბილისში, ჭავჭავაძის N80-ში, თუმცა ემსახურება კლიენტებს მთელი საქართველოს მასშტაბით. 2016 წლის მონაცემებით კომპანიის საერთო პორტფელი 100 მილიონ ლარს აღემატება და მოიცავს ისეთ სექტორებს, როგორიცაა სოფლის მეურნეობა, მედიცინა, მშენებლობა, ტრანსპორტი, სერვისი, ვაჭრობა და ა.შ. ამჟამად "თიბისი ლიზინგი" ემსახურება 800-მდე იურიდიულ პირს.
სს "თიბისი ლიზინგი" სთავაზობს მომხმარებლებს ფინანსურ ლიზინგის, უკულიზინგის და საოპერაციო ლიზინგის მეშვეობით ძირითადი საშუალებების დაფინანსებას, როგორიცაა მანქანა-დანადგარები, მსუბუქი თუ სატვირთო ავტომობილები, სამშენებლო ტექნიკა, აღჭურვილობა და სხვა.
"თიბისი ლიზინგის" პარტნიორები არიან საერთაშორისო საფინანსო ორგანიზაციები, როგორიცაა: BSTDB, EBRD, RESPONSABILITY, SYMBIOTICS, MICROVEST, TRIPLE JUMP და ა.შ.