თერეგვანის მთავარმოწამის ეკლესია
თერეგვანის მთავარმოწამის ეკლესია — არქიტექტურული ძეგლი, საკულტო ნაგებობა თიღვის მუნიციპალიტეტის სოფელ თერეგვანში, ძველ სასაფლაოზე. აგებულია გვიან შუა საუკუნეებში.
ეკლესიიდან შემორჩენილია აბსიდის ჩრდილოეთი და სამხრეთი კედლების ნაწილი, მათში მოთავსებული სწორკუთხა ნიშებით. ამ კედლების სიმაღლე 1 მეტრს აღწევს.
ნაგებობის დანარჩენი კედლები ფრაგმენტულად იკითხება. სამშენებლო მასალად გამოყენებულია სხვადასხვა ზომის ყორექვა.
ლიტერატურა
რედაქტირება- შიდა ქართლი, ზნაურის (ყორნისი) რაიონის არქიტექტურული მემკვიდრეობა, ტ. II, 2004