თენგიზ წოწონავა

ქართველი მწერალი და ლიტერატურათმცოდნე

თენგიზ წოწონავაქართველი მწერალი, ლიტერატურათმცოდნე, სხვადასხვა დროს მუშაობდა საშუალო და უმაღლესი სკოლების პედაგოგად, გამომცემლობისა და პერიოდული პრესის რედაქტორად. არის პირველი საავტორო გამომცემლობის დამფუძნებელი. გამოქვეყნებული აქვს გამოკვლევები და სტატიები შუა საუკუნეების იდეოლოგიური და ესთეტიკური აზროვნების, ისტორიის, რელიგიისა და მითოლოგიის, მეოცე საუკუნის ბოლო მეოთხედში მიმდინარე ლიტერატურულიპროცესის საკითხებზე, თანამედროვე ქართველი მწერლების შემოქმედებაზე. გამოცემული აქვს ლიტერატურული, ისტორიულ–მხატვრული და შემეცნებითი ხასიათის კრებულები: "ხილული და უხილავი", "საბავშვო ისტორია", "აბუსერისძე ტბელი. ცხოვრება და მოღვაწეობა", "საქართველოს ისტორია", "რას გვიამბობს ბიბლია", "რას გვიამბობს ქართული აგიოგრაფიული მწერლობა" და სხვა.

თენგიზ წოწონავა
საქმიანობა მწერალი

ლიტერატურა

რედაქტირება
  • თენგიზ წოწონავა, ლიტერატურული ნაწარმოებები სკოლაში XI, თენგიზ წოწონავას საავტორო გამომცემლობა, 2008.